ტურიზმი “მსოფლიოს ახალი 7 საოცრება” 2012, 1 აპრილი, 2:40 ახალი 7 საოცრების ფონდი შეიქმნა 2001 წელს შვეიცარიაში. ის დაფუძნებულია კერძო შემოწირულობებზე. ამ პროექტის მიზანი იყო განეახლებინათ ძველი 7 საოცრება. 2007 წლის ივლისს ლისაბონში გამოქვეყნებული ინტერნეტგამოკითხვის შედეგებით 100 მილიონიმა ადამიანმა მსოფლიოს საოცრებების ახალი შვიდეული დაასახელა 1) ჩინეთის დიდი კედელი (პეკინი – ჩინეთი) – ჩინურად “ვანლი ჩან ჩენ”, ანუ ჩინეთის დიდი კედელი “10000 ლის სიგრძის კედელს” ნიშნავს. იგი დიდი სამხედრო გამაგრებაა, რომლის მშენებლობაც მომდინარეობდა ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ახ. წ. მე-17 საუკუნემდე, სხვადასხვა დინასტიების, მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმების დასაცავად. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 2) ტაჯ-მაჰალი (აგრა – ინდოეთი) ”სასახლე-გვირგვინი” – ძეგლი აგრაში, ინდოეთში, აგებულია 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორ შაჰ ჯაჰანის შეკვეთით ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი, როგორც მუმთაზ მაჰალი) მავზოლეუმი.ტაჯ-მაჰალი მუღალთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. 3) კოლიზეუმი ( რომი – იტალია ) ფლავიუსების ამფითეატრი, გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი.ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლიზეუმის მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვივ და იგი აშენდა ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორ დომიციანეს ზეობისას. 4) უძველესი ქალაქი პეტრა (იორდანია)-ქალაქი პეტრა თავისი სიძველითა და ისტორიული, თვალწარმტაცი სანახაობით, ყოველ წელს უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქში მოხვედრისთანავე დამსვენებელთა თვალწინ ახალი სამყარო იშლება. აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი სასახლე ელ – კაზნე, მონასტერი ელ – დეირი. ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ კაზნეს ქვეშ დამარხულია განძეული და თუკი ადამიანი საჭირო ადგილს იპოვის მათ თვალწინ ოქროს გორები გადაიშლება. 5) ქრისტეს ქანდაკება (რიო – ბრაზილია) – ქრისტეს ქანდაკება (პორტ. ჩრისტო რედენტორ ). იგი მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში მთა კორკოვადოს წვერზე. დამზადებულია მთლიანად რკინაბეტონით და რეცხვადი ქვით. ქრისტეს ქანდაკების ზუსტი ზომებია: სიმაღლე – 38 მ., ამასთანავე კვარცხლბეკი – 8 მ., წონა – 1145 ტ., გაშლილი ხელების სიგრძე – 30 მ. ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მონუმენტია მსოფლიოში. ყოველ დღე მილიონობით ტურისტი ადის მის კვარცხლბეკზე საიდანაც იშლება ქალაქის გასაოცარი პანორამა. 6) ინკების ქალაქი – მაჩუ-პიქჩუ (პერუ) – ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ. სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით.მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს. 7) ჩიჩენ-იცა ( მექსიკა)-ვრცელი კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, კერძოდ იუკატანის ნახევარკუნძულზე, აგებული მაიას ცივილიზაციის მიერ.ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. 9563 6-ს მოსწონს
|