სხვა კაცობრიობის იმედი – ვუნდერკინდი ბავშვები! 2016, 4 აპრილი, 15:56 ადამიანები ძალიან ცდებიან, როცა მსოფლიო ფასეულობად მიიჩნევენ მაგალითად ოქროს ან ნავთობს. სინამდვილეში_ ეს გონებაა. გონების და ინტელექტის გარეშე ყველანაირი სიმდიდრე კარგავს თავის ფასს. ამიტომ, ყველა ერის ნამდვილი ფასეულობა, ახალგაზრდების ინტელექტუალური შესაძლებლობებია. მოგითხრობთ ბავშვებზე, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობებით მსოფლიო აღაფრთოვანეს. ელაინა სმიტი ელაინა სმიტი_ 9 წლის გოგონა ინგლისის ქალაქ კოვენტრიდან. 7 წლიდან ის მუშაობს რადიოში კონსულტანტად. პირდაპირ ეთერში პასუხობს იმ ადამიანების ზარებს, რომლებიც მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან, დეპრესიაში და ხშირად თვითმკვლელობის ზღვარზეც. ელაინა ჯერ სწავლობს, ამიტომ მხოლოდ ერთი დღეა კვირაში რადიოში კონსულტაციისთვის. აინან სელესტ კაული აინან სელესტ კაული_ 12 წლის ბიჭი სინგაპურიდან. მან 7 წლის ასაკში ჩააბარა ქიმიის გამოცდა უნივერსიტეტში და 8 წლის ჩარიცხეს სინგაპურის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ამჟამად მან დაამთავრა ინსტიტუტი და მუშაობს ლაბორატორიაში. მაგრამ აინანს ჯერ უჭირს სიმაღლეზე მდგარ ხელსაწყოებამდე მიწვდომა და უფროსები ეხმარებიან. ამბატი ბალამურალი ამბატი ბალამურალი დაიბადა 1977 წელს. ამერიკელი, ფესვებით ინდოეთიდან. 11 წლისამ დაამთავრა სკოლა. ამ დროს ის უკვე იყო შიდსზე სამედიცინო ნაშრომის თანაავტორი. 17 წლისამ დაამთავრა უნივერსიტეტი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული ექიმი. ელიზა ტან რობერტსი მსოფლიოში არსებობს ორგანიზაციები უაღრესად ნიჭიერი ადამიანებისათვის. ყველაზე მსხვილი მათ შორის არის ინგლისში „ მენსა“. მისი წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ადამიანების ის 2%, რომელთა ინტელექტის კოეფიციენტიც მეტია, ვიდრე მოსახლეობის 98 %-ისა. ამჟამად ორგანიზაცია ითვლის 110 000 ადამიანს. ელიზა ტან რობერტსი ლონდონიდან 2007 წელს დაიბადა. მას ჯერ სხვა მიღწევები არ გააჩნია გარდა იმისა, რომ 2 წლის ასაკში ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. მარკო კალასანი მარკო კალასანი_ 10 წლის ბიჭი სკოპიედან, მაკედონია. 8 წლის გახდა ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული ადმინისტრატორი. კომპანია Microsoft მას უგზავნის ბავშვებისთვის ადაპტირებულ მოსამზადებელ მასალებს თამაშების და მულტფილმების სახით. ალექს პრიორი ალექს პრიორმა, რომლის მამაა ინგლისელი და დედა რუსი, 3 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. 8 წლისამ დაწერა თავისი პირველი მუსიკალური კომპოზიცია. ამჟამად ის 48 ნაწარმოების ავტორია, მათ შორის ბალეტის, ოპერის და სიმფონიის. ის დაიბადა 1992 წელს. ალია საბური ალია საბური- გოგონა ნიუ-იორკიდან 1989 წელს დაიბადა. 10 წლის ასაკში ჩაირიცხა სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტში. 9 წლისამ მიიღო შავი ქამარი ტაეკვანდოში. 2008 წელს 19 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მათემატიკის პროფესორი . გრეგორი სმიტი გრეგორი სმიტი, 1989 წელს დაბადებული, უკვე ოთხჯერ იყო მშვიდობის ნობელის პრემიაზე წარდგენილი-პირველად 12 წლის ასაკში. ის არის ამერიკის ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის დამფუძნებელი. რისი საშუალებითაც ის ჰუმანიტარული დახმარებების ორგანიზებას აკეთებს ხვადასხვა ქვეყანაში ობოლთა თავშესაფარებისთვის, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტებში. სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ნომინაციისაა. აკრიტ ჯასვალი აკრიტ ჯასვალი 1993 წელს დაბადებული, ინდუსი, 6 წლის ასაკში მიიღეს პრაქტიკანტად საავადმყოფოში. 10 წლისამ სიმსივნის ამოკვეთის წარმატებული ოპერაცია გაუკეთა გოგონას ღარიბი ოჯახიდან, რომელსაც არ შეეძლო „ ნორმალური“ მკურნალობა. ის გახდა ინდოეთში იმ დროის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი . იკბალ მასიხი იკბალ მასიხი 1982 წელს დაიბადა პაკისტანში. არსად არ სწავლობდა და არასოდეს არ გაუვლია ინტელექტუალური განვითარების ტესტები. 5 წლის ასაკში ის წაიყვანეს ხალიჩების ფაბრიკაში და საქსოვ დაზგაზე მიაბეს ჯაჭვით, სადაც ის მუშაობდა 12 საათი დღეში. რადგან მას ცუდად კვებავდნენ, არ იზრდებოდა და სიარულის დროსაც ფეხებს მიათრევდა. 10 წლისამ შეძლო და გაიქცა ფაბრიკიდან. შექმნა ხალიჩების მქსოველთა განმათავისუფლებელი მუშათა ფრონტი და 1992- 1994 წლებში დაეხმარა დაზგებზე მიჯაჭვულ 3 000 ბავშვს გაქცევაში. ამ პერიოდში პაკისტანის ხალიჩების ინდუსტრიის შემოსავალი შემცირდა 200 მილიონი დოლარით. 1995 წელს იკბარ მასიხი 13 წლის ასაკში მოკლეს. ხალიჩების მქსოველთა განმათავისუფლებელი მუშათა ფრონტი ამჟამადაც არსებობს. ინტელექტი წარმატების საწინდარი სულაც არაა. ადამიანის გონება _ეს ყველაზე ფუჭად გადაყრილი რესურსათაგანია ბევრ მიზეზთა გამო_ პირადი, სოციალური. არსებობს მტკიცებულებაც_ აშშ-ს უმაღლესი ინტელექტუალური განვითარების ადამიანი _ კრისტოფერ ლანგანი. ის 20 წლის განმავლობაში მაჰეტენზე მუშაობდა ბარში კარისკაცად. ამჟამად კი პროვინციაში ცხოვრობს, ბუნებასთან ახლოს. შენიშვნის სახით გვინდა ვთქვათ: წარმოდგენა არა გვაქვს, რამდენის შესაძლებლობები არ განვითარდა იმის გამო, რომ მშობლებს არ ჰქონდათ ფული, ახლოს არ იყო სკოლა და ა. შ. მეორეს მხრივ, გონებრივი პოტენციალი არ წარმოადგენს წარმატების ერთადერთ პირობას და თვითმიზანიც არ უნდა გახდეს. როგორც ყველაფერი, გონებრივი პოტენციალიც ექვემდებარება ვარჯიშს. სულ სხვა თემაა, როცა ჩვილ ბავშვებს ასწავლიან საუბარს და კითხვას 3 სხვადასხვა ენაზე და მათემატიკურ ანგარიშს. დიახ, ბავშვის ტვინი ძალიან მგრძნორიარეა, მაგრამ ასეთი მეთოდი გამართლებულია მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ ბავშვი თვითონ ამჟღავნებს მიდრეკილებას ამა თუ იმ მიმართულებით. და მაშინაც კი, სპეციალისტის ჩარევაა რეკომენდირებული. 821 13-ს მოსწონს
|