შოუბიზნესი Adam Levine-ი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად დააფიქსირეს 2012, 1 ივნისი, 12:13 Adam Levine-ი Victoria's Secret-ის მოდელს Anne Vyalitsyna-ს სულ ეხლახანს, აპრილში დაშორდა, თუმცა ეტყობა დიდხანს არ განუცდია ეს ამბავი და უკვე შემცვლელიც მოძებნა. იგი შენიშნეს ჰავაიზე უცნობ ქალთან ერთად, რომელსაც ვნებიანად კოცნიდა. იგი ნამდვილად კარგად ერთობოდა კუნძულზე, სადაც მეგობრის ქორწილის წინ მოწყობილ წვეულებაზე ჩავიდა. წყვილი შეყვარებულებივით იქცეოდა, ხელი-ხელ ჩკიდებულები დადიოდნენ და მეგობრების გარემოცვაში ერთობოდნენ.
Adam და Anne ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, მას შემდეგ რაც 2010 წელს ერთმანეთი ლას ვეგასში გაიცნეს საცურაო კოსტიუმების წვეულებაზე.
აპრილის დასაწყისში კი დაშორების შესახებ, რუსმა მოდელმა განაცხადა.
Adam-მა კი ასეთი კომენტარი გააკეთა " ეს არის ყველაზე ფუნქციონალური ურთიერთობა რაც კი მქონია და მე არ მინდა, რომ ის დავამსხვრიო". თუმცა დრო ყველაფრის მკურნალია ეტყობა და ადამიც სწრაფად მიიწევს წინ.
290 3-ს მოსწონს
|