იაპონელმა ფოტოგრაფმა მარ შირასუნამ (Mar Shirasuna) შექმნა ფოტოპროექტი, რომელიც ნიუ-იორკს ეძღვნება. ყველა ფოტო გადაღებულია მანჰეტენის ყველაზე მაღალი ცათამბჯერის სახურავზე - ემპაირ ტრიტ ბილდინგზე. მოდელებად ინსტაგრამზე ნაპოვნი ლამაზანები შეარჩია, რომლებიც საცვლებისამარა უშიშრად პოზირებენ.
ფოტოსესიის ავტორის თქმით, იგი ნიუ-იორკში დიდი ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად და ფოტოგრაფიამ გაიტაცა. მისი ძირითადი გატაცება სახურავებიდან ქალაქის გადაღებაა. შირასუნამ განაცხადა, რომ უკვე 150-ზე მეტი სახლის სახურავი აქვს გადაღებული.
მოცემული ფოტოპროექტის იდეა მარს შთააგონა ნიუ-იორკის ფოტოებმა, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ხედავდა. ერთხელ მეგობრებმა ჰკითხეს, რატომ არ იღებს ამგვარ ფოტოებს. და მაშინ შირასუნამ დაიწყო საკუთარი პროექტის შექმნა.
" მოდელებს Instagram-ზე ვეძებდი. უბრალოდ ვეკითხებოდი გოგონებს, ხომ არ სურდათ ჩემს პროექტში მონაწილეობა, და ისინიც მთანხმდებოდნენ. ჩემი მიზანია დავავიწყო ადამიანებს სელფი მშვენიერი ფოტოებით. ადამიანებს ავიწყდებათ ფოტოგრაფიის ჭეშმარიტი სილამაზე. მე ვეძებ ადგილებს, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება. ნიუ-იორკში მომწონს ის, რომ ეს ქალაქი ყოველთვის "ახალია". თუნდაც მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდე, ყოველთვის შესაძლებელია შენთვის ახალი ადგილი აღმოაჩინო", - აცხადებს მარი ჟურნალისტებთან საუბარში.