მხატვრობა თურქი მხატვარი ქალი,რომელიც გამხდარ მოდელებს მსუქნებად გარდაქმნის 2016, 1 აპრილი, 14:45 ნიურ გურელი(Nur GÜREL) თურქი ახალგაზრდა მახტავარი ქალბატონია.1998-2004 წლებში სწავლობდა სტამბულის მიმარ სინარის სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ფერწერის განხრით .მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, მისი პირველი გამოფენა 2002 წელს გერმანიაში შედგა.მას შემდეგ მხატვარს კიდევ მრავალი პერსონალური გამოფენა ჰქონდა როგორც მშობლიურ თურქეთში, ისე საზღვარგარეთ.
განსაკუთრებით თვალშისაცემი ნიურ გურელის ბოლო წლების გატაცებაა. იგი ცნობილ მოდელებს ნახატზე მსუქნებად წარმოგვიდგენს. ნიურ გურელი სტანდარტების წინააღმდეგია და ამასთანავე ძალიან უყვარ Photoshop-ის გამოყენება. მხატვარი პრიალა ჟურნალების გარეკანიდან მომზირალ მოდელების მოდიფიცირებას ახდენს და ფუნჯის და საღებავის საშუალებით გარდაქმნის ჩაპუტკუნებულ ქონით სავსე ქალბატონებად. ახლა კი მხატვრის სხვა ნამუშევრებასაც გავეცნოთ 258 6-ს მოსწონს 1-ს არა
|