კულტურა მას 9 წლის განმავლობაში გარდაცვლილ მეუღლის გვამთან ერთად ეძინა... 2016, 1 აპრილი, 13:35 სიყვარული ძალიან ძლიერია, რათქმაუნდა ამას მტკიცე აღიარება სჭირდება. შემთხვევით გადავაწყდი თემას, რომელიც ძალიან დამაინტერესდა და ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.
ვიეტნამში ცხოვრობდა ბედნიერი წყვილი, 2003 წელს წყვილის ბედნიერება უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 57 წლის ლის მეუღლე გარდაიცვალა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა მოკვდავები ვართ, მაგრამ როგორც ჩანს ამ მოვლენამ ლი ვან-ზე ძლიერად იმოქმედა. 57 წლის ლი ვანის მეუღლე 2003 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწუხარე ვანმა 22 თვის განმავლობაში მეუღლის საფლავზე დაიძინა.
ლი ვანი ყველანაირ სირთულეს უძლებდა და მაინც ახერხებდა მეუღლის საფლავზე დაძინებას, მაგრამ ამინდის პირობებმა საბოლოოდ დარტყმა მიაყენეს ლის, მას აღარ შეეძლო ასეთ პირობებში მეუღლის საფლავთან ძილი, თუმცა არც მისი მიტოვება სურდა... ამიტომ გადაწყვიტა ცოლის საფლავზე გვირაბის ამოთხრა.
ლი ვანის ოჯახი სასტიკად შეეწინააღმდეგა მას საფლავის გათხრის თაობაზე და დაარწმუნეს, რომ ეს იყო ცუდი იდეა. ლიმ მაინც ვერ მოისვენა, მოგვიანებით მან თავის გარდაცვლილი მეუღლის გვამი საფლავიდან ამოიღო...
მან თაბაშირის გამოყენებით, მეუღლის ძვლები ერთმანეთთან დააკავშირა და შეღებილ კუბოში ჩაასვენა. ჩასასვენებელი ქალის ტანსაცმელებით მოკაზმა და ამის შემდეგ მოკაზმულ კუბოში ჩასვენებულ მეუღლესთან ერთად დაიწყო ძილი...
თანამდებობის პირებმა ამის შესახებ 2014 წელს შეიტყვეს, თუმცა ლი ვანის დარწმუნება ვერ შეძლეს, იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე უნდა დაასაფლავოს.
ზოგადად ვიეტნამშიც გარდაცვლილებს ჩვეულებრივ სასაფლაოებში მარხავენ... ვიეტნამში არის ერთი უცნაური რიტუალი, რომლის თანახმადაც, 5 წლის შემდეგ გარდაცვლილს საფლავიდან იღებენ, კარგად ასუფთავებენ, ახალ ტანსაცმელებს აცმევენ და კვლავ კუბოში ასვენებენ, ოღონდ ამჯერად ახალ კუბოში.
დღემდე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ლი ვანმა? დამარხა თუ არა მან გარდაცვლილი მეუღლე, ეს საკითხვი კვლავ კითხვის ნიშნების ქვეშ დგას....
მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1173 12-ს მოსწონს
|