x
image
natia.a
რატომ იქცა 1 აპრილი "დაცინვის დღედ" და როგორი ტრადიციებია სხვადასხვა ქვეყნებში
image


"პირველი აპრილი - ეს არის დღე, როცა ვიხსენებთ, რანი ვართ წელიწადის დანარჩენი 364 დღის მანძილზე." - მარკ ტვენი.

1708 წელს ბრიტანული ჟურნალის, Apollo-ს რედაქციაში მივიდა წერილი, რომელშიც ერთ-ერთი მკითხველი ითხოვდა აეხსნათ, საიდან იღებდა სათავეს 1 აპრილის, როგორც "დაცინვის დღის" აღნიშვნა. თუმცა საბოლოო პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ არსებობს - არის მხოლოდ ვარაუდები.
image

შუა საუკუნეებში პრაქტიკულად მთელ ევროპაში ახალი წლის (New Year’s Day) აღნიშვნა იწყებოდა 25 მარტიდან, ხარების დღესასწაულიდან (Lady Day) და გრძელდებოდა 8 დღე, ანუ პირველ აპრილამდე. 1564 წელს საფრანგეთში მიღებული იქნა ბრძანება, რომლის მიხედვით ახალი წლის დღესასწაული პირველ იანვარს გადადიოდა. მაგრამ ახალი ამბები იმ დროს, ცხადია, დღევანდელივით სწრაფად ვერ ვრცელდებოდა და დასაწყისში ბევრი ადამიანი აგრძელებდა ახალი წლის 25 მარტს აღნიშვნას. უფრო მეტად ინფორმირებულები კი დასცინოდნენ მათ, ვინც ამ დღესასწაულს ისევ ძველი თარიღით აღნიშნავდა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ აქედან დაედო სათავე პირველი აპრილის, როგორც დაცინვის დღის აღნიშვნას.

თუმცა "დაცინვის დღე" შესაძლოა სათავეს უფრო ადრეც იღებდეს. 1392 წელს დაწერილ “The Canterbury Tales”-ში ჯეფრი ჩოსერი (Geoffrey Chaucer) ახსენებს
32 მარტს. უფრო კონკრეტულად, 32 მარტი ნახსენებია ნაწარმოებში “Nun’s Priest’s Tale”, სადაც თავმომწონე მამალს მელია გაასულელებს.


image
ასეა თუ ისე, როგორიც არ უნდა იყოს ამ დღესასწაულის წარმოშობის ისტორია, 1 აპრილი ყველგან უყვართ და აღნიშნავენ, თუმცა ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ და ტრადიციებიც ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.


დიდ ბრიტანეთში მას, ვინც ხუმრობაზე წამოეგება, "აპრილის სულელს" (April fool) უწოდებენ. მაგრამ გასულელება მხოლოდ შუადღის 12 საათამდეა შესაძლებელი, ის, ვინც ამ დროს შემდეგაც შეეცდება ვინმეს მოტყუებას თავად ხდება "სულელი".
image

იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და კანადის ფრანგულენოვან რაიონებში არსებობს ტრადიცია, სახელწოდებით "აპრილის თევზი" ("Poisson d'Avril"), რომლის მიხედვითაც საჭიროა ადამიანს ზურგზე შეუმჩნევლად მიაკრა ქაღალდისგან გამოჭრილი თევზი. ამგვარი საპირველაპრილო თევზი ხშირად ფიგურირებდა XX საუკუნის ევროპაში 1 აპრილის მისალოც ბარათებზე.



image


შოტლანდიაში დაცინვის დღეს 1 და 2 აპრილს აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს სკამზე შეუმჩნევლად უდებენ ჭიკარტებს ან ჰაერით სავსე ბალიშს, რომელიც დაჯდომისას უხერხულ ხმას გამოსცემს...


image


2
548
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
548
  
2016, 19 მაისი, 21:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 1 აპრილი, 0:13
მაგარიაა.... მოგატყე დრეს პირველი აპრილია::D: კაი კაი ვხუმრობ..გავაზიარე, ოღონდ ტყუილის გარეშე
0 1 2