x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Facebook-ი Messenger-ში secret chats-ის დამატებას გეგმავს

imageგავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ი Messenger აპლიკაციაში „საიდუმლო ჩატების“ ფუნქციის დამატებაზე მუშაობს.

The Information-ის ცნობით, ახალი მახასიათებლის კოდი კომპანიის iPhone აპლიკაციაში გამოჩნდა.
ასევე ვრცელდება ხმები, რომ Facebook-ი გეგმავს Messenger აპლიკაცია გაყიდვათა ერთგვარ კვანძად აქციოს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს სხვადასხვა საგნების ყიდვა-გაყიდვა შეეძლებათ.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის იქნება secret chats-ის ფუნქცია, მაგრამ Messenger-ის კონკურენტ აპლიკაცია Telegram-ში იგივე ფრაზას იმ სპეციალური მიმოწერისთვის იყენებენ, რომლებიც მთლიანად დაშიფრულია.
ასევე უცნობია თუ რა გზით გეგმავს Facebook-ი Messenger აპლიკაციის გაყიდვათა კვანძად ქცევას, თუმცა ეს შესაძლოა კავშირში იყოს კომპანიის მიერ bot store-ის შექმნის გეგმასთან - რობოტებს შეეძლებათ გესაუბრონ და დაგეხმარონ სხვადასხვა რამის ყიდვაში.

0
77
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0