x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალ ანდროიდ მოწყობილობებს საფრთხის შემცველი მრავალი სისუსტე მოჰყვება
image

ახალ ანდროიდ მოწყობილობებს საფრთხის შემცველი მრავალი სისუსტე მოჰყვება


---------------------------------------------


თუ თქვენ ახალი სმარტფონი იყიდეთ და ფიქრობთ, რომ ჰაკერებისგან დაცული ხართ, სანამ რამე "ცუდ" აპლიკაციას არ გადმოწერთ, ძალიან ცდებით.



DEF CON უსაფრთხოების კონფერენციაზე კომპანია Kryptowire-ის წარმომადგენელმა წინასწარ ჩაწერილ აპლიკაციებში არსებული უსაფრთხოების სისუსტეების დემონსტრირება მოახდინა 25 სხვადასხვა სმარტფონზე. ეს აპლიკაციები, როგორც წესი, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერაა ჩაწერილი და ხშირ შემთხვევაში არ იშლება - მათ ჩვენ bloatware-ს სახელით ვიცნობთ.


სმარტფონების მწარმოებლებს შორის ნაკლებად ცნობილ კომპანიებთან ერთად ისეთი ცნობილი კომპანიებიც გვხვდება როგორებიცაა Asus, ZTE, LG, Sony, Nokia... ხოლო გამავრცელებლებს შორის Verizon და AT&T.


აღნიშნული სისუსტეები ფაქტიურად ტელეფონზე სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას იძლება.


ასე მაგალითად, Asus ZenFone V Live-ზე არსებული პროგრამების სისუსტეების გამოყენებით შემტევს ე.წ. სქრინშოთების გადაღება, ზარების გაშვება, მესიჯების გაშვება და წაკითხვა და ბევრი სხვა მოქმედების შესრულება შეუძლია.image

0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0