სისხლის სამართალი იტალიაში დააკავეს მედდა,რომელიც 13 პაციენტის მკვლელობაშია ბრალდებული 2016, 31 მარტი, 19:14 ![]() იტალიაში დააკავეს 55 წლის მედდა, რომელიც 13 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 55 წლის ფაუსტა ბონინო(Fausta Bonino ), რომელსაც ჟურნალისტებმა უკვე შეარქვეს "სიკვდილის ანგელოზი" ქალაქ პომბინოს(ტოსკანას რეგიონი)საავადმყოფოს ანესტეზოლოგიის და რეამინაციის განყოფილებაში მუშაობდა. პაციენტების ასაკი, რომლებიც მოკლული იქნენ 2014-2015 წლებში 66-იდან 88 წლამდე მერყეობდა.როგორც გამოძიება აცხადებს, ბონინო წვეთოვანში ურევდა პრეპარატს, საუბარია ანტიკოაგულიანტზე, რომელიც პაციენტში ძლიერ სისხლდენას იწვევს. პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო საავადმყოფოში ძიება, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბოლო ხანებში საგრძნობლად იმატა დაწესებულებაში სიკვდილიანობამ. ![]() თუ რა იყო მკვლელობების მოტივი, ჯერჯერობით დაუდგენელია, როგორც კი იგრძნო ბრალდებულმა, რომ პოლიცია მისით დაინტერესდა მაშინვე ქალაქ პიზაში გადაბარგდა. სამართლადამცავებმა ბრალდებული იქვე აიყვანეს. 217 6-ს მოსწონს 2-ს არა
|