x
image
natia.a
ვინ არიან "საპიოსექსუალები" და რატომ არიან მათ შორის ჯორჯ კლუნი და ანტონიო ბანდერასი
image


ბოლო დროს სულ უფრო მეტი მამაკაცის ინტერესს წარმოადგენს უკვე არა უბრალოდ ქერა თუ შავთმიანი ლამაზმანები, არამედ ინტელექტუალური ქალბატონები. ახალი ტერმინი - "საპოსექსუალი", რომელიც შეიქმნა ორი ლათინური სიტყვის შერწყმისგან: sapio ("გონება") და sexus ("სქესი"), არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემოვიდა ხმარებაში და უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი.


ინტელექტი, რომელიც გაცილებით მეტად აღაგზნებს ადამიანს, ვიდრე ლამაზი სხეული და ვნებიანი გამოხედვა - ეს გრძნობა აქამდე უფრო ქალებისთვის იყო ნაცნობი: ძალიან ხშირად მამაკაცები სწორედ ინტელექტუალური სუბრითა და ქარიზმით იზიდავენ მანდილოსნებს. მაგრამ რა იქნება თუ პირიქით მოხდება? ფსიქოლოგები თვლიან, რომ მხოლოდ ფსიქიურად მომწიფებულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცებს შეუძლიათ საკუთარ თავს ჭკვიან, განათლებულ ქალთან რომანის გაბმის უფლება მისცენ, რადგან არ ეშინიათ მასთან კონკურენციის.


ცნობილი მსახიობებიც სულ უფრო ხშირად ირჩევენ არა ლამაზმან-მოდლებს, არამედ ინტელექტუალებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ საპიოსექსუალებს.



ჯუდ ლოუ

image

ყოფილი პლეიბოისა და ქალთა გულთამპყრობელის, 40 წლის ჯუდ ლოუს ამჟამინდელი მეგობარი ქალბატონი არის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 29 წლის ფილიპა კოანი (ახლობლებისთვის პიპა). მან სამი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა - ბირინგჰემის უნივერსიტეტი, ლონდონნის საქალაქო ნივერსიტეტი და ლიდსის უნივერსიტეტი. მის სპეციალობას წარმოადგენს ბიზნეს ფსიქლოგია და ეკოლოგიის საკითხები. მეგობრების თქმით, ჯუდი "ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ ურთიერთობას. მას მოსწონს, რომ პიპა ასეთი ჭკვიანია და არც შოუ-ბიზნესის სამყაროს ეკუთვნის. მან ნამდვილად დაიპყრო ჯუდი, რომელსაც სურს, რომ მათი ურთიერთობა თანდათანობით განვითარდეს".


ჯოზეფ გორდონ-ლევიტი


image

34 წლის მსახიობის რჩეული არის რობოტული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის, Fellow Robots-ის გენერალური დირექტორი, ტაშა მაკოლი. მათ 2015 წელს, ახალი წლის ღამეს იქორწინეს. ტაშა სამ ენაზე საუბრობს: ინგლისურზე, ესპანურსა და არაბულზე. მან პრესტიჟული განათლება მიიღო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.


ბენედიქტ კამბერბეტჩი


image

ბენედიქტ კემბერბეტჩის მეუღლე, 37 წლის სოფი ჰანტერი ოპერისა და თეატრის რეჟისორია, ამასთანავე არის დრამატურგი, მსახიობი და მომღერალი. მან დაამთავრა ოქსფორდის უცხო ენების სკოლა და პარიზის ჟაკ ლეკოკის სახელობის თეატრის სკოლა. 2007 წელს სოფის გადაეცა სამუელ ბეკეტის სახელობის პრესტიჟული ჯილდო ავანგარდული თეატრის The Terrific Electric-ის დაწერსა და დადგმისთვის.


ჯორჯ კლუნი


image

ერთ დროს საბედისწერო სექს-სიმბოლო და გამოუსწორებელი მექალთანე ბრიტანელმა ადვოკატმა და უფლებადამცველმა, ამალ ალამუდინმა მოხიბლა. ალამმა შეუძლებელია შეძლო - ის არა მხოლოდ კლუნის მეუღლე გახდა, არამედ ამავე დროს შეძლო არ დარჩენილიყო ცნობილი მეუღლის ჩრდილქვეშ, პირიქით, მისი კარიერა მეუღლისას არაფრით ჩამოუვარდება. წარმოშობით ლიბანელი ამალი თავისუფლად ფლობა ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებს, სპეციალიზებულია საერთაშორისო და სისხლის სამართალში. მისი იურიდიული კვალიფიკაცია იმდენად მაღალია, რომ მსოფლიო მასშტაბის საქმეები მიჰყავს. გასულ წელს Tumblr-მა ქალბატონი კლუნი ყველაზე სექსუალური ადვოკატი ქალების რიცხვში დაასახელა.


ანტონიო ბანდერასი


image


54 წლის მსახიობის რჩეული 34 წლის ჰოლანდიელი ბანკირი, ნიკოლ კემპელია. მათ ერთმანეთი 2014 წელს, კანში გაიცვნეს.

"ის მორიდებული გოგოა და არანაირ კავშირი არა აქვს ჩემს სამუშაოსთან. ეს ძალიან კარგია, " - ყვება ბანდერასი.

თუმცა, რიგორც ჩანს მორიდებულობამ არ შეუშალა ხელი ნიკოლს ბრწყინვალე კარიერა გაეკეთებინა ფინანსების სფეროში. მსახიობმა უკვე გააცნო ნიკოლი თავის ოჯახს, რაც მათი რომანის სერიოზულობაზე მეტყველებს.


0
3148
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0