x
image
natia.a
,,არ გრცხვენიათ ? ადამიანი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო...სად დავკარგეთ ადამიანობა?!!“
imageსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, მამუკა წერეთელი სოციალურ ქსელში ამაღელვებელი პოსტით ეხმაურება აკაკი დევაძის ავადმყოფობას და გულისწყვეტას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართველებმა ერთმანეთის მიმართ თანადგომა არ ვიცით:


"ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში ბადალი არ ჰყავთ, ათი ათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც საყვარელის ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: - ნამუსი საერთოდ გქონდათ და თუ გქონდათ ჩარეცხეთ საკუთარი ხელით? რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა. ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ, ძალიან მწყდება გული. არ გრცხვენიათ? ადამინი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო... ბევრი რამ არ ითქმება კიდევ მაგრამ, სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა? !!!" - წერს ფეხბურთელი.


image
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მეკარეს აკაკი დევაძეს, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც თურქეთში უნდა გაუკეთდეს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.


აკაკი დევაძე ქართველ მეკარეთა შორის პირველი იყო, ვინც 1995 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბოლო დროს იგი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და მეორე ლიგის "ვარკეთილის" მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.



image



0
684
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0