კულტურა გოგონა, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა! (+ ვიდეო) 2016, 29 მარტი, 17:45 გოგონამ, რომელიც თავზე ხშირი თმით დაიბადა, ინტერნეტი დაიპყრო! ეს გოგონა 2 თვის იზაბელ კაპლანია, რომელიც ნამდვილი ინტერნეტსენსაცია გახდა მას შემდეგ, რაც დედამისმა მაკენზიმ შვილის ფოტო "ინსტაგრამზე" განათავსა. კალიფორნიაში მცხოვრები დეივ და მაკენზი კაპლანების გოგონა 8 იანვარს დაიბადა და სხვა ახალშობილებისგან განსხვავებით, თავი ხშირი თმით ჰქონდა დაფარული. ახლა, უკვე ორი თვისას კი, შესაშური ვარცხნილობა აქვს.
დეივიდ და მაკკენზი კაპლანების ქალიშვილი უკვე 2 თვე ნახევრისაა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვილის ფოტო თავდაპირველად დედამ
ახალ ინტერნეტვარსკვლავზე გამახვილებული ყურადღებიდან გამომდინარე, ჩვილის მშობლებმა ფოტოშოპის იარაღების გამოყენებით, პატარა იზაბელს სხვადასხვა ვიზუალი მისცეს, რამაც ასევე ძალიან ბევრი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია.
იზაბელ კაპლანის მშობლები, რამოდენიმე დღის წინ, აშშ-ს ყველაზე გავლენიან ტელევიზიებიდან ერთ-ერთში სტუმრად იყვნენ მიწვეულნი. პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, რამოდენიმე სახალისო მომენტი შეინიშნებოდა, სადაც წამყავნი დეივიდ კაპლანთან ბავშვის შესახებ საუბრობდა, თუმცა დეივიდს ეს თემა შეურაწყოფად არ მიუღია და სიტუაციას გაგებით მოეკიდა.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 103 4-ს მოსწონს
|