x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ეგვიპტეში თვითმფრინავი გაიტაცეს - ბორტზე სავარაუდოდ 81 მგზავრია

imageეგვიპტის ავიახაზების გატაცებული თვითმფრინავი ყველა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა დატოვა. ბორტზე მხოლოდ გამტაცებელი იბრაჰიმ სამაჰა იმყოფება.
კვიპროსის პრეზიდენტის ცნობით, გამტაცებელს პირადი მიზნები ამოძრავებდა.
ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, სამაჰამ კვიპროსში მის ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა ითხოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის წარმომადგენლებს მისი ყოფილი ცოლი მასთან დასალაპარაკებლად ლარნაკას აეროპორტში მიჰყავთ.
29 მარტს იბრაჰიმ სამაჰამ, რომელიც ალექსანდრიის უნივერსიტეტში ვეტერინარული მედიცინის პროფესორია, ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავი გაიტაცა და ის პილოტებს კაიროს ნაცვლად კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში დაასმევინა. მან ბორტიდან ყველა მგზავრი გაუშა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამაჰა კვიპროსში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0