მსოფლიო პუტინი ტრამპთან შესახვედრად 40 წუთის დაგვიანებით მივიდა 2018, 17 ივლისი, 11:52 ხოლო ტრამპი კიდევ უფრო გვიან, 20 წუთის შემდგომ გამოჩნდა
![]() პუტინს კარგი მიზეზი ჰქონდა: მისმა თვითმფრინავმა ადგილზე ჩასვლა დააგვიანა. მაგრამ ტრამპს მიზეზი არ ჰქონია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფინეთში წინადღეს ჩაფრინდა და უკვე იქ იმყოფებოდა. იგი შეხვედრებს მართავდა ფინეთის პრეზიდენტთან. მისი დაგვიანების მიზეზები არ გამჟღავნდა. ![]() მათი საუბარი დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. პუტინის დაგვიანებები გასაოცარი და მოულოდნელი არავისთვისაა, რადგან ეს უკვე მისი დიდი ხნის ჩვევაა. ყველაზე ხანგრძლივი ლოდინი მასთან შესახვედრად, ვიქტორ იანუკოვიჩსა და ანგელა მერკელს ერგოთ, თითოეულმა დაახლოებით 4 საათი და 15 წუთი უქმად დაჰყო იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედროდნენ. პუტინი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს, რომის პაპ იოანე პავლე მეორეს შეხვდა დათქმულ დროს. როგორ ფიქრობთ: რასთან არის დაკავშირებული ამ ორი პრეზიდენტის მსგავსი ქმედება? 74 6-ს მოსწონს
|