რჩევები რა უნდა ჩაიცვან გოგონებმა, თუ მათი სიმაღლე 160 სანტიმეტრს არ აღემატება 2016, 30 მარტი, 10:45 მინიატურული გოგონები – მშვენიერები არიან (მაღლების საწყენად არ არის ნათქვამი). გავიხსენოთ კაილი მინოუგი (155 სმ), სალმა ჰაიეკი (157 სმ), შაკირა (150 სმ), დები ოლსონები (155 სმ), მადონა (158 სმ) და ბევრი სხვა ვარსკვლავი, რომლებიც “პატარები" არიან, მაგრამ ყველაზე მეტად “ანათებენ". სიდაბლე პრობლემა არ არის, მაგრამ ისიც ხდება, რომ დროდადრო დაბალ გოგობებსაც უნდათ, რომ ცოტა მაღლები გამოჩნდნენ, თუნდაც მხოლოდ ვიზუალურად. როგორ უნდა შეარჩიონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომ იმაზე მაღლები გამოჩდნენ, ვიდრე სინამდვილეშ არიან (ფეხსაცმლის ქუსლები არ ითვლება)? ტანზე მომდგარი ტანსაცმელი – დიახ. ტომარისებური სამოსი – არა
არ შეიძლება მოცულობითი სამოსი ამძიმებს სილუეტს და ამცირებს სიმაღლეს.
მუქი ფერი – დიახ. შავი ფერი – არა შეიძლება არ შეიძლება შავი ფერის ტარება არ არის რეკომენდირებული დაბალი გოგონებისთვის: ის ამცირებს სხეულის ზომას და არა მარტო სიგანეში. თუმცა, შეიძლება სხვა მუქი ფერების შერჩევა. მაგ., ყავისფერი, ბორდოსფერი, იისფერი, ნაცრისფერი.
ერთტონიანი შეხამება – დიახ. კონტრასტული შეხამება – არა შეიძლება არ შეიძლება დაბალმა გოგონებმა მონოქრომული სამოსი უნდა ატარინ (ახლოს მდგარი ტონები). კონტრასტული ფერები სხეულს ნაწილებად ყოფს, რაც გოგონას დაბალი სიმაღლეს, თვალშისაცემი ხდება. მაღალი წელი – დიახ. დაბალი წელი – არა არ შეიძლება სამოსი მაღალ წელზე, ფეხებს აგრძელებს და სიმაღლეს ზრდის. ხოლო დაბალი წელო, პირიქით – ადაბლებს.
შეიძლება არ შეიძლება კაბა-ფუტლიარი იდეალური ვარიანტია დაბალი გოგონასთვის. ის იდეალურად ჯდება მის ფიგურაზე და სიმაღლეში ზრდის. ქვედაბოლო მუხლს ზევით – დიახ. ქვედაბოლო-მიდი – არა შეიძლება არ შეიძლება საუკეთესი ვარიანტი დაბალი გოგონებისთვის არის ქვედაბოლოები და კაბები, სიგრძით – მუხლს ზევით. ასეთი სიგრძის სამოსით, ნებისმიერი სიმაღლის ფეხსაცმლის ჩაცმა შეიძლება. მიდი კი, მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უნდა ჩაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია რისკი, იმისა რომ გოგონა გნომების პრინცესას დაემსგავსოს. კლასიკური სწორი შარვალი – დიახ. მოკლე და განიერი შარვალი – არა შეიძლება არ შეიძლება ვიზუალურად, ადამიანს ამაღლებს კლასიკური შარვალი, საშუალო სიგანით. დაბალმა გოგონებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვან კაპრები, ბერმუდები ან ნებისმიერი სხვა სტილის შემოკლებული შარვლები. მოკლე ტოპი – დიახ. ტუნიკა – არა არ შეიძლება არც ტუნიკა არის დაბალი გოგონას სტილი. უმჯობესია თუ ბლუზს წელამდე ან კროპ-ტოპებს ატარებენ.
მოკლე პიჯაკი და ჟილეტი – დიახ. გრძელი პიჯაკი და ჟილეტი – არა არ შეიძლება მინიატურულმა გოგონებმა, ასევე უნდა ჩაიცვან მინიატურული პიჯაკები და კარდიგანები: მათი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს წელის ქვევით. ასევე არ უნდა ჩაიცვან გრძელი ჟილეტები. პალტო მუხლებამდა – დიახ. გრძელი პალტო – არა არ შეიძლება გვიან შემოდგომაზე და ადრეულ გაზაფხულზე, უნდა ატარონ პალტოები მუხლამდე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვან გრძელი სტილი. წვრილი ქამარი – დიახ. განიერი ქამარი – არა არ შეიძლება წვრილი ქამარი წელს გამოყოფს და სიმაღლეს ზრდის, ხოლო განიერი ქამარი, პირიქით – უკუეფექტს იქვევს. ფეხსაცმელი თასმის გარეშე – დიახ. ფეხსაცმელი შესაკრავით – არა შეიძლება არ შეიძლება ყველაზე შესაფერისი ფეხსაცმელი – ე. წ. ნავია. სასურველია, რომ ის ხორცისფერი იყოს. ასეთი ფეხსაცმელი მხოლოდ ფეხებს კი არ აგრძელებს, არამედ ყველა სახის სამოსისთვის არის შესაფერისი. გარდა ამისა, არ არის სასურველი დიდი და მასიური ან თასმიანი ფეხსაცმელების შეძენა, ეს უკანასკნელი ფეხს «ჭრის» და ამოკლებს.
არ შეიძლება მინიატურულმა გოგონებმა ისეთივე მინიატურული ჩანთებუ უნდა ატარონ, როგორების თვითონ არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩანთა გადაფარავს და უცნაური შესახედავები იქნებიან. ასევე უნდა დაივიწყონ: საშუალო სიმაღლის ჩექმები ფეხი რომ უფრო გრძელი გამოჩნდეს, ჩექმა უნდა იუოს დაბალი ან მაღალი – მუხლების მიდამოებში (ზევით ან ქვევით). ტუნიკა ტუნიკა მაღალი გოგონებისთვის არის შექმნილი. ფეხსაცმელი მომრგვალებული ცხვირით ფეხის დასაგრძელებლად, უმჯობესია, შედარებით წვეტიანი ფეხსაცმლის არჩევა. ფენა-ფენა სტილი არ უნდა ჩაიცვან რამდენიმე დასახელების სამოსს ერთდროულად. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის დაბალი გოგონებისთვის. კაბა-მაისური არც ეს არის კარგი ვარიანტი მინიატურული აღნაგობის გოგონებისთვის. კვადრატული ტოპები ასეთი ტოპი, დაბალ გოგონას კვადრატულად აქცევს. აბრეშუმის განიერი შარვლები მათ უფრო მუხდებათ შარვლები სქელი ქსოვილებისგან. გრძელი ქვედაბოლო
ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, ყველა ვარიანტს შორის. დაბალი გოგონა, გრძელ კაბაში, ზარს ემსგავსება. ჰორიზონტალური ზოლები გამოიყენეთ სამოსი ვერტიკალური პრინტები, რომელიც ამაღლებს. ხოლო სიგანის ზოლები, პირიქით – ადაბლებს. კაბა არათანაბარი სიგრძით წინ აწეული და უკან დაწეული კაბა, ასევე შეუფერებელია დაბალი გოგონებისთვის. საუკეთესო ვარიანტია მოკლე კაბა. კომბინიზონი პრინტით ასეთი კომბინიზონი ადაბლებს, უმჯობესია ერთტონიანი კომბინიზონის შერჩევა. ტომარისებური ჯინსები ის ვიზუალურად ამძიმებს გარეგნობას და დაბალი იმაზე უფრო დაბალი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის. ასევე იხ. რა უნდა ჩაიცვან ქალბატონებმა, თუ მათი სიმაღლე 160 სანტიმეტრს არ აღემატება http://intermedia.ge/სტატია/72756-რა-უნდა-ჩაიცვან-ქალბატონებმა-თუ-მათი-სიმაღლე-160-სანტიმეტრს-არ-აღემატე/142/ 18979 14-ს მოსწონს
|