შოუბიზნესი ევა ბარბაქაძის 9 საათიანი ოპერაციის შედეგი! 2016, 28 მარტი, 21:38 როგორც იცით, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავმა მთელი საქართველო მოიცვა. როგორც ჩვენ, ასევე პრესა და საქარტველოს ცნობილი პირებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ ოპერაციის შედეგს! უკანასკნელი ინფორმაციით, 9 საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხერხელმაზე გაკეთებული ოპერაციას 9 საათი დასჭირდა, რაც მთავრია ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა. ოპერაცის მომდევნო ეტაპი ხვალ გაგრძელდება, სადაც ევას ტრავმატოლოგები ხელზე და ფეხზე გაუკეთებენ. წარმოგიდგენთ კახი მამულაშვილის სტატუსს "მოკლედ, მეგობრებო, 9 საათიანი ოპერაცია ხერხემალზე წარმატებით დასრულდა. ყველაფერი ნორმალურადააა, როგორც ექიმები იძახიან. ხვალ ჩაერთვებიან ტრავმატოლოგები და იქნება 3 საათიანი ოპერაცია ხელზე და ფეხზე." როგორც ცნობილია, კახი მამულაშვილის ოპერაციის მსვლელობისას იაშვილის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა. მის პასუხს ელოდებოდნენ შუბიზნესის სხვა წარმოამდგენლებიც. ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი: მოგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გოგონა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობა მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა.გავრცელებული ინფრომაციით, მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ამ ეტაპზე მთავრია ევას ჯანმრთელობა.
1447 13-ს მოსწონს 3-ს არა
|