x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამორალური სიმღერა "კავკასიელი ტყვე ქალიდან"-რა ამოჭრა ცენზურამ და სიმღერის სრული ვერსია

image50 წლის წინ გამოვიდა ლეონიდ გაიდაის ფილმი "კავკასიელი ტყვე
ქალი", რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კინემატოგრაფიის
ისტორიაში №1 კინოკომედიად.


რა თქმა უნდა ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა ფილმში სიმღერა–"Если б я был султан", რომელსაც იური ნიკულინი
ასრულებს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ფილმში ნიკულინი მხოლოდ 2 კუპლეტს
ასრულებს, დანარჩენი ორი კუპლეტი ცენზურამ ამოიღო.ზედმეტად ამორალურად
მიიჩნიეს.

თავიდან მთლიანად უნდოდათ სიმღერის ამოგდება ფილმიდან, თუმცა სცენარისტ იაკობ კოსტუკოვსკის დაჟინებული მეოხებით შეძლეს ორი კუპლეტის დატოვება.

შედეგად დამატებითი კუპლეტები მუსიკით შეცვალეს სადაც ნატალია ვარლეი ლეგენდარულ სამეულთან ერთად ცეკვავს.

სიმღერის სრული ვერსია რამდენიმე წლის შემდეგ გამოსცა ხმის ჩამწერმა
ფირმა «Мелодия»-მ.რადიოში უკვე სრული ვერსია ტრიალებდა, თუმცა ბევრი
მსმენელი ვერ ხვდებოდა, რომ ფილმში სიმღერა დაჩეხილი იყო.


1)Если-б я был султан (ფილმის ვარიანტი)








2)Если б я был Султан -სრული ვერსია.



4
920
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
920
  
2016, 28 მარტი, 23:39
მაგარია სტატიაც და ფილმი ხომ არის და არის :)
2016, 28 მარტი, 23:22
ოხ, ეს ცენზურა :)
2016, 28 მარტი, 21:09
რას გაუგებ საბჭოთა ცენზურას.....მაგაზე უფრო ლაითები დაუბლოკიათ
2016, 28 მარტი, 21:05
რა იყო ახლა ამაში ამორალური :))
0 1 4