სიახლეები რომელი ყავაა ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე - ეს უნდა ვიცოდეთ! 2016, 28 მარტი, 13:00 წონის კორექციის" კლინიკის ხელმძღვანელი, ა. კოვალკოვი მოკლედ განიხილავს ყავის სხვადასხვა სახეობას ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენის მიხედვით. ჩამონათვალი შედგენილია ყველანზე ნაკლებად მავნე სახეობიდან ყველაზე მეტად მავნეს მიმართულებით. 1. კაპუჩინო ყავის ეს სახეობა, როგორც წესი მზადდება ესპრესოთი, ცხელი რძით და რძის ქაფით. "ამ ყავას პირველ ადგილს მივანიჭებ იმ პირობეით, თუ ტრადიციული მეთოდით იქნება მომზადებული, შაქრის გარეშე." - ამბობს ექიმი კოვალკოვი. მასში კოფეინი არ არის ბევრი, სამაგიეროდ არის დარიჩინი, რომელიც მცირე დოზითაც კი, დადებით გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. 2. ესპრესო ეს არის ცხელი, შავი, მაგარი ყავა, რომელსაც არ აქვს რძე. მას ძალიან მცირე დოზით მიირთმევენ, რადგან აქვს კოფეინის დიდი შემადგენლობა. "თუ დღეში ორ ჭიქაზე მეტს არ დავლევთ, ეს განსაკუთრებით სასარგებლო ტვინისთვის იქნება". მაგრამ რატომ მეორე ადგილი? ბევრი ადამიანი ვერ ეგუება ესპრესოს სიმწარეს, ამატებს შაქარს და ამით მინიმუმამდე დაჰყავს მისი სარგებელი. 3. ამერიკანო ამერიკანო წყალში გახსნილი და ფილტრში გატარებული ესპრესოა. "ეს რეალურად არის განზავებული ესპრესო, ანუ მისი გამომაფხიზლებელი ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული." ამერიკანოს მიღებისას მეტია რისკი იმისა, რომ არასწორად გათვალოთ დოზა და კოფეინი დასაშვებზე მეტი მოგივიდეთ. შედეგად კი შესაძლოა მიიღოთ წნევის მატება და კუჭის ტკივილი. 4. ლატე ეს არის რძისა და ყავის ნაზავი. ის კაპუჩინოზე გაცილებით მეტ რძეს შეიცავს. "ძლიერი გემოს მისაღებად ყავას რძეში ხარშავენ ან მაღალპროცენტიან ნაღებს ამატებენ." შედეგად ვიღებთ ერთ ფინჯან ყავაზე მინიმუმ 8 გ. ცხიმს. ამას გარდა, ლატეში ხშირად ტკბილ სიროფებსაც ასხამენ... 5. მოკაჩინო-ჩოკოლატა მის შემადგენლობაში შედის ყავა, ათქვეფილი რზე და შოკოლადის სიროფი. "ნამდვილი კაკაოსგან, წესების დაცვით მოხარშული თუ იქნება, ამ ყავამ მოცემულ ჩამონათვალში შეძლება პირველი ადგილიც დაიკავოს მასში შემავალი ალკალოიდის - თეობრომინის წყალობით." სამწუხაროდ, მასში შოკოლადის გემო უხრო ხშირად იმიტირებულია არომატიზატორებითა და შაქრის გადაჭარბებული დოზით. 3602 9-ს მოსწონს
|