რჩევები რა უნდა ჩაიცვან ქალბატონებმა, თუ მათი სიმაღლე 160 სანტიმეტრს არ აღემატება 2016, 28 მარტი, 10:39 სანტიმეტრები მთავარი არ არის. მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ძალიან ბევრს უნდა, უფრო მაღაღალი და კარგი აღნაგობის რომ იყოს. სარა ჯესიკა პარკერი სალმა ხაიეკი კაილი მინოუგი ევა ლონგორია რიზ უიზერსპუნი მინიატურულ ქალბატონებს ძალიან უხდებთ სამოსი ვერტიკალური ხაზებით — ეს შეიძლება იყოს პრინტი, დეკორატიული ელემენტები, ვერტიკალური პლისები, ღილები, კონტრასტულად გამოყოფილი ელვა შესაკრავი და სხვა. სარა ჯესიკა პარკერი კაილი მინოუგი ევა ლონგორია მათ უნდა აირჩიონ დეკოლტეს ღია ზონა V-სტილით, რომელიც სხეულის ზედა ნაწილს აგრძელება, ხოლო ოთხკუთხედ და წრიულ დეკოლტეებზე, უარი თქვან. ასევე, არ უნდა შეიკრან პერანგი ბოლო ღილამდე. ვარიანტი სარა ჯესიკა პარკერისგან ევა ლონგორია რიზ უიზერსპუნი არ არის რეკომენდირებული ჰორიზონტალური უზორები, უჯრედების სტილის ნახატები, დიდი ზომის პრინტები, ფერების კონტრასტი, რომლიც ოპტიკურ ზონებად ყოფს სხეულს. ღია ფერის ზედა და მუქი ფერის ქვედაბოლო, ასევე ცუდი არჩევანია — ასე ჩაცმულები ქალბატონები, უფრო დაბლებად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. სალმა ხაიეკი ევა ლონგორია რიზ უიზერსპუნი წელის არის გამოყოფის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეარჩიონ სამოსი მკაცრი სილუეტით და მაღალი წელით. განიერი ქამრები და მასიური შარფები, სხეულს ამოკლებს. რეკომენდირებულია მოკლე პიჯაკები და კარდიგანები, ხოლო ჟილეტი –შედარებით გრძელი უნდა იყოს. სარა ჯესიკა პარკერი სალმა ხაიეკი ევა ლონგორია რიზ უიზერსპუნი კაილი მინოუგი მინიატურული ქალბატონები, წითელ ხალიჩაზე წარდგენის დროს, ხშირად იყენებენ ქალთევზას მიმზიდველ სილუეტს: ტანზე მომდგარი სამოსი კარგად გამოყოფს თეძოებს, ხოლო კაბის ქვედა ნაწილი, შლეიფის სტილში – აგრძელებს სხეულს. ევა ლონგორია რიზ უიზერსპუნი კაილი მინოუგი გამხდარი გოგონები იდეალურად გამოიყურებიან თავისუფალი სტილის ქვედაბოლოებში. ხოლო შედარებით ფერ-ხორციანებს, უხდებათ კლასიკური –ქვედაბოლო-ფანქარი, რომელიც ქვედა ნაწილში შევიწროვებული არის. კაილი მინოუგი სალმა ხაიეკი ევა ლონგორია სიმაღლის ოპტიკური ზრდის საქმეში, კარგ ეფექტს იძლევა მჭიდროდ მომდგარი ჯინსის შარვალი და ქვედაბოლო, რომლებიც ფეხებს აგრძელებს. ხოლო ბრიჯებზე უარი უნდა თქვან, რადგან ის, პირიქით – ფეხებს ამოკლებს. სარა ჯესიკა პარკერი სალმა ხაიეკი კაილი მინოუგი ევა ლონგორია პალტო კარგად გამოკვეთილი მხრებით უნდა იყოს და მისი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს მუხლებს ქვევით. რიზ უიზერსპუნი სარა ჯესიკა პარკერი კაილი მინოუგი მინიატურული ქალბატონების ჩაცმის სტილის მთავარი დეტალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არის. ფეხსაცმლის არჩევის დროს, უპირატესობა უნდა მიანიჭინ ნავის სტილის ფეხსაცმელს. კარგია, თუ ის მუქი ან ბეჟი ფერის იქნება. არ არის რეკომენდირებული ფეხსაცმლის ტარება ჯვარედინი თასმებით. მაგრამ, თუ მაინც ვერ შეელევიან თასმებიან ფეხსაცმელს, მაშინ ისეთი მოდელი უნდა შეარჩიონ, რომელიც კოჭებს არ დამალავს. სარა ჯესიკა პარკერი სალმა ხაიეკი კაილი მინოუგი ევა ლონგორია რიზ უიზერსპუნი 13771 14-ს მოსწონს
|