ცილები (პროტეინები)-მაღალმოლეკულური ბუნებრივი
ორგანული ნაერთებია, რომლებიც ამინომჟვებისგანაა აშენებული. ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან
და ნუკლეინის მჟავებთან ერთად, ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია
და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ. ცილის სინთეზისთვის გამოიყენება
20 ტიპის ამინოჟავა, რომლებიც ბმებით უკავშირდებიან ერთმანეთს. მკვლევარებისათვის მნიშვნელოვანია ცილების პირველადი,
მეორადი და მესამეული სტრუქტურის, ასევე მათში არსებული ბმების ზედმიწევნით კარგად
შესწავლა. მოცემული ინფორმაციის მოძიება ხშირად რთულია, ასევე შეზღუდულები ვართ ვიზუალიზაციის
საშუალებებეში.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად
მივიჩნიე ისეთი პროგრამის შექმექმნა,
რომელიც საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ ცილის სტრუქტურა სამგანზომილებიან სივრცეში.პროგრამა
დაწერილია matlab 2011 გარემოში.
სურ.1
პროგრამა იყენებს ცილების მონაცემთა მსოფლიო ბანკს
PDB (PROTEYN DATA BANK), სადაც ხდება ყველაზე ცნობილი და წამყვანი კვლევების შედეგად
მიღებული მონაცემების რეგისტრაცია. საიტი წარმოადგენს უდიდეს მონაცემთა ბაზას მსოფლიოსში,
სადაც რეგისტრირებულია სხვადასხვა ორგანიზმების მილიონობით ორგანული ნაერთები. ყოველდღიურად
საიტზე ხდება ათეულობით ათასი ახალი აღმოჩენის შესახებ მონაცემების განთავსება. რაც
საშუალებას გვაძლევს რომ პროგრამისთვის მომხმარებელს მუდმივად ექნება უახლესი მონაცემთა ბაზა.
პროგრამას გააჩნია მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისი
და მოითხოვს კომპიუტერის მინიმალურ ცოდნას. მომხმარებელს შეუძლია პროგრამის ზედა ღილაკით
მოახდინოს ვებ-გვერდის გამოძახება საიდანაც მას შეუძლია ამოირჩიოს მისთვის სასურველი
ორგანიზმის ცილის კოდი, რის შემდეგაც მას ჩაწერს პროგრამაში მითითებულ ადგილას. ამის
შემდგომ პროგრამა ჩამოტვირთვს ინფორმაციას საიტიდან და მოახდენს ცილის სამ განზომილებიან
სტრუქტურიზაციას. მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს მისი სტრუქტურის ცვლილება შემადგენელი
ელემენტებისა და მათ შორის კავშირების ნათლად დანახვა.
სურ.2
პროგრამის
მუშაობისათვის აუცილებელია კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტით.
მიმაჩნია, რომ პროგრამა გაუადვილებს საქმეს ბიოლოგებს და სხვა იმ მეცნიერებს,
რომლებიც მონაწილეობას იღებენ აღნიშნული საკითხების
კვლევაში.
ლიტერატურა:
An Introduction to Matlab Version
2.2 David F. Griths Department of Mathematics The University Dundee DD1 4HN
With additional material by Ulf Carlsson Department of Vehicle Engineering KTH,
Stockholm, Sweden
Introduction to MATLAB Anthony J. O’Connor School of Science, Griffith
University, Brisbane, Australia
Learning MATLAB: tips & examples (PG-13) Francisco Javier Sayas Version of 6th March 2010
Learning MATLAB Tobin
A. Driscoll
www.mathworks.com/support
1-8, 1-11 www.mathworks.com/support/books 1-10
JOURNAL OF AUTOMATIC CONTROL, UNIVERSITY OF BELGRADE, VOL. 16:1-3, 2006