x
image
alexareb
ელექტროენცეფალოგრაფია
ელექტროენცეფალოგრაფი არის სამედიცინო ელექტრო გამზომი ხელსაწყო, რისი დახმარებითაც ახდენენ თავის ტვინის ბიოელექტრული პოტენციალების რეგისტრაციას. ეს საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნეს სხვადასხვა პატოლოგია და დადგენილი იქნეს მისი ლოკალიზაცია. ელექტროენცეფალოგრამა ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადების დიაგნოსტირებისთვის როგორიცაა ეპოლეფსია, ასევე გამოიყენება სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის სისხლძარღვთა დაავადების და თავის ტვინის ტრამვული დაზიანების დროს.
ელექტროენცეფალოგრაფის შექმნა დაკავშირებულია რამდენიმე ადამიანთან კერძოდ თავის ტვინში რხევების გენერაცია აღმოაჩინა კანტონმა ხოლო თავად პირველი ელექტროენცეფალოგრაფის შექმნა დაკაშირებულია ბერგერთან 1929 წელს.

image















პირველი ელექტროენცეფალოგრაფი.



ჯანსაღი ადამიანის ელექტროენცეფალოგრამაში გამოყოფენ შემდეგ დამახასიათებელ ელექტრონულ მერყეობას, რომელიც განისაზღვრება სიხშირით და ამპლიტუდით. მოსვენებულ მდგომარეობაში აღირიცხება რეგულარული რიტმი წუთში დაახლოებით
8-13 ჰც სიხშირით 50-100 მვ ამპლიტუდით ალფა რიტმი,
14-30 ჰც სიხშირით 10-20 მვ ამპლიტუდით ბეტა რიტმი,
31 ჰც მეტი სიხშირით ამპლიტუდით გამა რიტმი,
4-7 ჰც სიხშირით 100-150 მვ ამპლიტუდით თეტა რიტმი,
0.5-3.5 ჰც სიხშირით 250-300 მვ ამპლიტუდით დელტა რიტმი.



image ელექტროენცეფალოგრაფი უზრუნველყოფს ელექტრული პოტენციალების რეგისტრაციას 0.5 დან 100 ჰც სიხშირით. დღსდღეისობით არსებობს სხვადასხვა სახის ელექტროენცეფალოგრაფები. მათ გააჩნიათ სხვადასხვა რაოდენობის არხები რითაც ახდენენ ბიოპოტენციალების რეგისტრაციას

image


კომპიუტერული ელექტროენცეფალოგრაფების
არხების რიცხვი დაახლოებით 130 მდეა.


ელექტროენცეფალოგრაფი რეგისტრაციას აწარმოებს სპეციალური ელექტროდებით. ელექტროდები არის სხვადასხვა სახის (ხიდისებური, ფინჯნისებური და ნემსისებური) ელექტროდების განლაგება ხდება შემდეგნაირად image























ელექტროდები განლაგდება თავის გარშემო სრული ფართობის 10-20% ან 10-10% დაშორებით.

ყოველი ელექტროდი მიერთებულია გამაძლიერებელთან, ელექტროენცეფალოგრამის ჩანაწერისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას ქაღალდის ლენტა ან სიგნალის გარდამქმნელი სპეციალური ხელსაწყო რომლის მეშვეობითაც ჩანაწერი კეთდება კომპიუტერულ ფაილში.image




ყოველი ელექტროდიდან ჩანაწერი ხორციელდება ნულოვანი პოტენციალის რეფერენტთან შედარებით. რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იქნას ყურის ბიბილო ან ცხვირის წვერი.

4
2375
4-ს მოსწონს
ავტორი:alexareb
alexareb
2375
  
2012, 1 ნოემბერი, 10:55
მადლობააააა :)
2012, 1 ნოემბერი, 0:28
რა კარგია,რომ ასეთ სტატიებს წერ,ცოტაა ჩვენს საიტზე და საინტერესო იყო ძალიან
2012, 25 ოქტომბერი, 23:55
მადლობაა :)
0 1 4