პროფილაქტიკა დაფნის ფოთლის ზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები 2016, 25 მარტი, 8:14 დაფნის ფოთოლი კარგად ცნობილი და პოპულარული სანელებელია, რის გამოც განსაკუთრებული ადგილი უკავია სამზარეულოში. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ გარდა კერძის მომზადებისა, ამ ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე მცენარის ფოთლები სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება – შეგიძლიათ მოამზადოთ დაფნის ფოთლის ზეთი, რომელსაც საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია: აღნიშნული პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სხვადასხვა ქსოვილებში, გამოიყენება კანისა და თმის მოვლის დროს და ასევე ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. დაფნის ფოთლის ზეთი ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პროფილაქტიკური ზომების მისაღებად. ის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება და ასევე იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
დაფნის ფოთლის ზეთით შეგიძლიათ ლოსიონი მოამზადოთ, რომელიც სახის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ. აღნიშნული ლოსიონი აკნესთან ბრძოლის ძალიან ეფექტური საშუალებაა. სანამ გამოსცდით, შეამოწმეთ ალერგიული ხომ არ ხართ დაფნის ფოთოლზე. დაფნის ფოთლის ზეთის სამკურნალო თვისებები: 1. ამშვიდებს ნერვიულ სისტემას; 2. ზრდის და ასტიმულირებს ოფლის გამოყოფის პროცესს; 3. აძლიერებს იმუნურ სისტემას; 4. ხელს უწყობს გონებრივ აქტივობას; 5. ეხმარება ვარიკოზული ვენებისა და სახსრების მკურნალობას. ინგრედიენტები: – 30 გრ. დაფნის ფოთოლი; – 250 მლ. ზეითუნის ზეთი (მზესუმზირის ზეთიც შეგიძლიათ გამოიყენოთ). მომზადება: 1. აიღეთ პატარა ზომის კონტეინერი თავსახურით. დაანაწევრეთ დაფნის ფოთლები და დაასხით ზეთი. 2. მოათავსეთ აღნიშნული ნივთიერება ბნელ და გრილ ადგილას. გააჩერეთ 14 დღის მანძილზე, დროდადრო აანჯღრიეთ. 3. ორი კვირის შემდეგ გაატარეთ დოლბანდში ან საწურში და გადაიღეთ სხვა ჭურჭელში. შეინახეთ ეს არომატული ნივთიერება გრილ ადგილას. გამოყენების წესი და დოზირება 1. ოთახის არომატიზაცია: 4-5 წვეთი; 2. აბაზანა: 3-4 წვეთი ერთ კოვზ მარილზე; 3. გავლება: 1 წვეთი 200 მლ. წყალში; 4. ინჰალაცია: 1-3 წვეთი 500 მლ. წყალში; 5. დამატება კოსმეტიკურ საშუალებებზე (მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი, ლოსიონი, საცხი): 2 წვეთი 1 ჩ.კ. -ზე; 6. მასაჟი: 4-6 წვეთი 20 მლ. ძირითად ზეთზე.დაიცავით ზეთის გამოყენების დოზირება! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავის ტკივილი, სიწითლე და კანის ქავილი გამოიწვიოს.
1981 15-ს მოსწონს 1-ს არა |
სამაგიეროდ ნახვას გიმატებთ იპოვეთ პოზიტივიც. :))