x
მეტი
  • 22.08.2024
  • სტატია:136649
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510877
ენ ჰეთევეი "პრინცესას დღიურების 3"-ის გადაღებებისთვის ემზადება.
ენ ჰეთევეი და რეჟისორი გარი მარშალი, ვინც პრინცესას დღიურები ეკრანზე გააცოცხლა, გეგმავენ მესამე ნაწილის გადაღებას.

"ენ ჰეთევეისთან ერთად ორი კვირის წინ ვიყავი და ისე ჩანდა, რომ ჩვენ გვსურს მესამე ნაწილის მანჰეტენში გადაღება"-განაცხადა მარშალმა ინტერვიუში.
ფილმი, რომელიც დაფუძვნებულია მეგ კაბოტის იმავე სახელწოდების წიგნზე, მოგვითხრობს ერთი გოგონას ისტორიას. ის აღმოაჩენს, რომ გამოგონილი სამეფოს მემკვიდრეა. ფილმში ნაჩვენებია, როგორ მიდის მისი ცხოვრება, მას შემდეგ, რაც ეცდება რომ მოერგოს ასეთ ცხოვრებას. პირველი ფილმი გამოვიდა 2001 წელს, მისი გაგრძელება "პრინცესას დღიურები: სამეფო ქორწილი" კი 2004 წელს. თუმცა ახლა მესამე ნაწილის რეალობად ქცევის დროა!

მარშალმა ინტერვიუში თქვა" ენ ჰეთევეი ძალიან ორსულადაა ახლა, ამიტომ ჩვენ მოცდა მოგვიწევს, სანამ ბავშვს გააჩენს, შემდეგ კი ჩვენ გავაკეთებთ ამას!"

თუმცა საინტერესოა, თუ იქნება როლი "სამეფო ქორწილის" ვარსკვლავი ქრის პაინისთვის?


"შეიძლება. ის ახლა ძალიან დიდია, ხომ იცით"-აცხადებს მარშალი.

პრინცესას დღიურები

0
147
4-ს მოსწონს
ავტორი:Ann1999
Ann1999
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0