x
ბუფონი რეკორდს თანაგუნდელებს უძღვნის

image













ბუფონი რომ გენიალური მეკარე და ასეთივე ადამიანია, ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. 929 წუთიანი რეკორდი 973 წუთამდე გაზარდა, შემდეგ კი “ფეისბუკიდან" თანაგუნდელებს უძღვნა ოდა:


“12 წელი მხარში მედექით. თქვენთვის წარსული უარვყავი და ამით მომავლის გარანტია მივიღე. გულიდან წამოსული გადაწყვეტილება იყო, ინსტინქტისგან ნაკარნახევი, მაგრამ ერთ დღესაც, როცა სახეში ყურება მივატოვე – შემიყვარდით. იმისთვის, რომ დამეცავით. არცერთ რეკორდი არაა ერთის პირმშო. ვერაფერში იქნები პირველი, თუ შენს უკან მხრის მოსაცემად ჯგუფი არ დგას და ამიტომ, მინდა მათ მადლობა ვუთხრა:"


ნეტოს – იმ სიმშვიდისთვის, მთელ გუნდს რომ ანიჭებს


კასერესს – რთულ მომენტებში ენთუზიაზმისთვის


ა. სანდროს – როგორ ატყუებს, ყოველთვის სასიამოვნო სანახაია


ბარცალის – ფეხბურთელი, რომლის კლონირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს


ბონუჩი – პიროვნული სიძლიერე მუდამ გუნდისთვის სასარგებლოდ


ლიხტშტაინერს – ამ “იუვენტუსის" ფეხები და ფილტვებია


ევრას – რომ გვყოლოდა, უნდა გვეყიდა


ხედირას – შესაფერისი ადამიანი ყოველთვის შესაფერის მომენტში


მარკიზიოს – ერთადერთი შავ–თეთრი ფეხბურთელი, რომელსაც ვიცნობ


პოგბას – კი არ ცხოვრობს ფეხბურთით, იგონებს ფეხბურთს


ასამოას – მისი მონდომებულობა ნებისმიერ ტრავმას გადასძალავს


პერეირას – ფანტაზია ამ სპორტის მარილია


მორატას – ყოველთვის საჭიროა


კუადრადოს – თითქოს ამბობდეს “თუ შეძლებთ, დამიჭირეთ"


მანჯუკიჩს – პირველი უტევს და პირველია დაცვის დროსაც


დიბალას – ტურამის, ზიდანისა და პირლოს ნაქონ 21 ნომერს ტყუილად არ იღებენ.

0
202
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო ხარშილაძე
დათო ხარშილაძე
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0