სხვა "აჩრდილების ქალაქები" - გრანდიოზული მეგა-პროექტები ჩინეთში! 2016, 22 მარტი, 21:13 ჩინეთში გრანდიოზული მეგა-პროექტების პროგრამა კვლავ მიმდინარეობს. ქვეყანაში
შენდება 'მოჩვენების ქალაქები", სადაც არის უამრავი ცათამბჯენი და საცხოვრებელი
სახლი.
ამ ქალაქებში გრანდიოზული ნაგებობებია, აეროპორტებიც, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ აკლია, ცოცხალი არსება.... ადამიანი! ჩინეთის მთავრობა ამ ქალაქებში 2026 წლისთვის დაახლოებით 250 მილიონი ჩინელის დასახლებას გეგმავს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ. ამ საინტერესო ქალაქებში ჯერ-ჯერობით მხოლოდ მუშებს თუ ნახავთ, ისიც მხოლოდ შუადღით. ფოტოგრაფი კაი კამერერი ჩინეთის ამ ქალაქებს ესტუმრა, რომელსაც თავის ნამუშევარში "დაუბადებელი ქალაქი" უწოდა. მან გადაიღო საინტერესო ფოტოები, რომლებიც ჯერ-ჯერობით მსოფლიოსთვის უცნაობი იყო. კიმ კამერერი: "ეს ბინები და სახლები ისე აშენდა, რომ არავინ იცის... ადამიანები მალე აქ დასახლებიან, ალბათ ყველასთვის შოკისმომგვრელი იქნება ეს ფაქტი. როგორც ვიცი ქუჩის სახელებს, ქუჩის პირველ დაბინავებულების მიხედვით დაარქმევენ. რა საინტერესოა, ვეცდები ამ ქალაქებიდან ერთ-ერთში მეც შევიძინო ბინა" ბინების ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს 250 000 000 ადამიანის დასახლებას, მაგრამ ექსპერტების ვარაუდებით აქ ორჯერ უფრო მეტი ადამიანის დატევაა შესაძლებელი, მითუმეტეს თუ ჩინეთის მოსახლეობას გავითვალისწინებთ. მეგა-პროექტების ფასიც უცნობია, ჩინეთის მთავრობა ამ ყველაფერს საჯაროდ არ ამხელს, მაგრამ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება თუ რა თანხების დახარჯვა მოუწიათ ჩინელებს. წარმოგიდგენთ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ საინტერესო ფოტოებს "აჩრდილების ქალაქებიდან".... მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 363 11-ს მოსწონს
|