სხვა რითი ერთობიან სხვადასხვა ქვეყნების მდიდარი ახალგაზრდები - შეადარეთ! 2016, 21 მარტი, 15:21 უმდიდრესი მამიკოების გათამამებულ შვილებს უყვართ გართობისა და სიმდიდრის ამსახველი ფოტოებით სოციალურ ქსელებში თავის მოწონება. ძვირადღირებული მანქანები, ალკოჰოლი, ტანსაცმელი და დაუსრულებელი გართობა - როგორც ამ ფოტოებიდან ირკვევა, ეს არის მათი ძირითადი "საქმიანობა". ქვემოთ შეგიძლიათ შედაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნების ე.წ. "ოქროს ახალგაზრდების" გართობის ამსახველი ფოტოები და, შესაბამისად, მათი გემოვნება. რუსეთი რუსი ოლიგარქების შვილების ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებს მიკრობლოგი Rich Russian Kids აერთიანებს. აქ თავმოყრილია ყველაზე თვალშისაცემი სურათები, რომლებითაც თავს იწონებენ "ოქროს შვილები": პლაჟები, შოპინგი, სასახლეები, კერძო თვითმფრინავები... ამ ყველაფერს თან ერთვის ირონიული წარწერები, როგორიცაა: "როგორი ამინდია სამშობლოში? თანაგიგრძნობ...", "შაბათი ჩემთვის კაპიკები ჯდება - შენი ოჯახის წლიურ ბიუჯეტს რომ უდრის...". დიდი ბრიტანეთი რუსებისგან განსხვავებით, ბრიტანელი "ოქროს შვილები" ნამდვილი მდიდრული სიკაშკაშით გამოირჩევიან: საკუთარი თვითმფრინავები, სხვადასხვაგვარი გასართობები... მიკრობლოგი Rich kids of London ნებისმიერს შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცევს. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამ ფოტოებზე შედარებით ნაკლები რაოდენობიბთ ლამაზმანები გვხვდება. არაბთა გაერთიანებული საემიროები გადავინაცვლოთ აღმოსავლეთში და არაბი შეიხების გემოვნებაც შევგრძნოთ ინსტაგრამზე Rich Kids of Dubai-ს გვერდზე დადებული ფოტოებით: პალმებში ჩაფლული სასახლეები, ლამაზმანებით სავსე ჰარამხანები, გიგანტური გარდერობები, დიზაინერული სამოსი, მოშინაურებული ლომები და კიდევ უამრავი რამ... ირანი კიდევ ერთი ცხელი ქვეყანა საკუთარი "ოქროს შვილებით". თუ გადავავლებთ თვალს ბლოგს სახელწოდებით The Rich kids of Tehran, ვნახავთ, რომ ირანის "ოქროს ახალგაზრდობა" უფრო მიდრეკილია ისეთ სიამოვნებისკენ, როგორიცაა სამთოსათხილამურო კურორტებზე დასვენება - ჩანს, ეს მათთვის ნამდვილი ეგზოტიკაა. მდიდარ გოგონებს ობიექტივის წინ ნახევრად შიშველი პოზირებაც მოსწონთ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მისაღებია მუსულმანურ ირანში. თურქეთი აღმოსავლური ზღაპრის საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს ინტაგრამზე Rich Kids Of Turkey. სხვა ფუფუნების საგნების გარდა, თურქი მდიდარი შვილები აშკარად გატაცებული არიან ძვირადღირებული ჯიშის ცხენებით. ამ გვერდზე ხშირად ვხვდებით ფოტოებს, რომლებზეც მდიდარი სიმპათიური ახალგაზრდები ცხენზე ჯირითის დროს არიან გადაღებული. თავისთავად, რეპორტაჟები თურქეთზე გვერდს ვერ აუვლის ვერც პლაჟებს, ძვირადღირებულ ავტომანქანებს და ელიტურ ალკოჰოლს. მექსიკა მდიდარი ადამიანები არც მექსიკაშია ცოტა და მათი შვილებიც არ ჩამორჩებიან უცხოელ "კოლეგებს", რასაც ადასტურებს Rich Kids of Mexico City. აქ პირველ რიგში თვალშისაცემია კადრში ძალიან ხშირად გამოჩენილი იარაღი. შესაძლოა ეს იარაღის მიმართ ზოგადად მექსიკელებისათვის დამახასიათებელი სიყვარულია, ან იქნებ ადგილობრივ მდიდარ ახალგაზრდებს არც თუ ისე მშვიდი ცხოვრება აქვთ... შესაძლოა ადრენალინის მიმართ სიყვარულით აიხსნება ასევე ეგზოტიკურ ცხოველებთან ფოტოგრაფირებისადმი მიდრეკილება - ვეფხვებიდან დაწყებული გველებით დამთავრებული. თუმცა მანქანები და ოქროც საკმაო რაოდენობით გვხვდება. 1181 6-ს მოსწონს 3-ს არა
|