პოეზია ისინი ვისთვისაც ვცოცხლობთ *_* 2012, 31 მაისი, 18:06 მიყვარს წაბლიფერი, ოდნავ კულულებით თმები უწესრიგოდ ქარში გაფანტული. მიყვარს ნუშისებრი, ცისფერი თვალებით წრფელი გამოხატვა შენი სიყვარულის. მიყვარს წარბები და მოგრძო წამწამები მაღლა აწეული, აღფრთოვანებული. მიყვარს მაგ ტუჩებს, რომ ბავშვური ღიმილით თან სდევს ეშმაკური, თბილი გამოხედვა. მიყვარს ნაბიჯები გზაზე არეული, გაუბედავი და ცოტა დაბნეული, უკან მობრუნება, ისევ მიბრუნება, სიამაყისაგან თავი აწეული. მიყვარს წილის წინ, რომ ჩემს ხელს შენი ხელით ეძებ დაუღლელად, თან პატარა თითებით, როცა მოძებნი და მშვიდი ამოსუნთქვით სიზმრებს ფერადოვანს ძილით უერთდები. *მიყვარხარ პატარა* 148 7-ს მოსწონს
|