სხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან 2016, 23 მარტი, 11:00
ამრიგად, ამერიკის ყველა პრეზიდენტს, ერთმანეთთან ახლო და შორეული ნათესაობა აკავშირებთ.
რაც შეეხება დანარჩენ პრეზიდენტებს, 43-დან 34-ს პირდაპირი გენეტიკური კავშირი აქვს ფრანკების მეფესთან კარლოს დიდთან, ხოლო 19 (მათ შორის ზოგიერთი, კარლოს დიდის შთამომავალიც არის) – ინგლისის მეფის, ედუარდ III პირდაპირი მემკვიდრეა. დევიდ აიკმა, მაიკლ ცარიონმა და ფრიც სპრინგმაიერმა, სამეცნიერო ისტორიულ-გენეოლოგიური ფონდის დახმარებით, დოკუმენტალურად დაამტკიცეს, ნათესაური კავშირების არსებობის ფაქტი, პრეზიდენტებსა და ევროპელ მეფეებს შორის. გერი ბოიდ რობერტსი, გენიოლოგიის მკვლევარი ახალი ინგლისიდან, დეტალურად აღწერს პრეზიდენტების გენეტიკურ კავშირებს, წიგნში «ამერიკის პრეზიდენტის წინაპრები». მაგ., ჯორჯ ბუში გენეტიკურ კავშირში იმყოფება ამერიკის 16 სხვა პრეზიდენტთან, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონთანაც. რაც შეეხება მის სამეფო ფესვებს –მჭიდრო კავშირი აქვს ალბანეთის მეფესთან და უინძორები ოჯახის წევრებთან. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, თუ როგორ ხდებიან ევროპული სამეფო ოჯახების ნათესავები, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ხელისუფლებაში. იგივე მოხდა 2000 წელს — ჯორჯ ბუშმა ალბერტ გორი დაამარცხა, რომელიც ბუშის ნათესავი და ედუარდ I, ლუდოვიკ I, II, კარლოს II და კარლოს დიდის მემკვიდრე არის. ეტყობა, სამეფო სისხლი არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ეს ადამიანები, თეთრ სახლში შესვლისთვის იბრძვიან. 3214 12-ს მოსწონს
|