სხვა ტელეფონით გამოგზავნილი სმს-"ცოცხალი ვარ" ანუ "Boeing"-ის ავიაკატასტროფას გადარჩენილი მგზავრის ისტორია 2016, 19 მარტი, 23:28 დაღესტნელი ელვირა ისაევა ოთხი დღის შემდეგ დაბრუნდება დუბაიდან.
34 წლის ელვირა ისაევა ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული.მას შუბლზე ეწერა, რომ ცოცხალი უნდა გადარჩენილიყო.ახალგაზრდა ქალს დააგვიანდა სწორედ იმ თვითმფრინავზე, რომელიც 19 მარტს გვიან ღამით ჩამოვარდა დონის როსტოვის აეროპორტში. -დილის ოთხ საათზე გავიგე, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, ვიცოდი, რომ ამ რეისზე ჩემი და იმყოფებოდა-ამბობს ფარიდა ფოტორსტიანი-თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ დისგან მომდის სმს, "ცოცხალი ვარ"....პირველი ერთი საათი საუბარი არ შეეძლო, მხოლოდ ტიროდა. ორი კვირით წინ დაღესტნელმა ელვირამ აიღო საგზური და მარტო გამგზავრა დუბაიში დასასვენებლად.უკანასკნელ დღეს იგი მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა.ქალები ისე შეყვენ საუბარს და იმდენი ხანი ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, რომ სასტუმროში დაბრუნებულმა ელვირამ ვეღარ მიასწრო ავტობუსს, რომელსაც სხვა დამსვენებლებთან ერთად ქალი აეროპორტში უნდა წაეყვანა. –დილით ადრე დამირეკეს როსტოვიდან, ისე, რომ არც ვიცოდი რა ხდებოდა და ხმის კანკალით მკითხეს, თქვენ ცოცხალი ხართ?მე ვუპასუხე "დიახ" და ძილი განვაგრძე.ხოლო როდესაც გავიღვიძე და ახალ ამბებს ვუყურე, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ ვიცი ალბათ იღბლიანი ვარ, ან მფარველი ანგელოზი მყავს ან დედა ლოცულობდა ჩემთვის..საშინელ მდგომარეობაში ვარ.-განუცხადა LifeNews-ს ელვირამ. შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით დონის როსტოვის აეროპორტში დაშვებისას ადგილობრივი დროით 3:40 წუთზე მიწაზე დაენარცხა ავიაკომპანია Flydubai-ის"ბოინგი"-737-800.მთლიანად დაიღუპა 55 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი.მგზავრებს შორის 4 ბავშვი იყო. 747 8-ს მოსწონს 1-ს არა
|