მუსიკა ესპანურ ნიჭიერში გამოსულმა ოპერის მომღერალმა ინტერნეტი დაიპყრო(ვიდეო) 2016, 19 მარტი, 19:17 ![]() კრისტინა რამოსი (Cristina Ramos)გამოვიდა ჟიურის და მაყურებლების წინაშე და უნაკლოდ დაიწყო ოპერის არიის შესრულება, ერთი წუთის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გაიძრო კაბა და წამებში როკერად გადაიქცა. დაიწყო AC/DC-ის ცნობილი ჰიტის, "Highway To Hell"-ის შესრულება. ![]() 37 წლის მომღერლის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ "ოქროს ზუმერს" დააჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოსი გამოტოვებს კონკურსის შემდეგ რაუნდს და პირდაპირ გადავა "live shows"-ზე. ვიდეო 3 დღის წინ დაიდო You tube-ზე და 1, 4 მილიონი ნახვა აქვს. ამასობაში კი ლეგენდარული AC / DC მორიგი საკონცერტო ტურნეს წინ ეძებს ახალ სოლისტს იმისთვის, რომ შეცვალოს ბრაიან ჯონსონი.68 წლის მომღერალს ექიმებმა აუკრძალეს სცენაზე გამოსვლა სმენის პრობლემების გამო.თუ გააგრძელებს მომღერალი მოღვაწეობას შესაძლოა მთლიანად დაყრუვდეს. 385 8-ს მოსწონს 1-ს არა
|