სხვა ვიდეომ "ბავშვი მოჩვენება",რომელმაც დამწუხრებული დედა "ანუგეშა"სოციალური ქსელები დაიპყრო 2016, 19 მარტი, 14:07 როგორც DailyMail-ი იტყობინება, "ფეისბუქზე" დადებული ფილიპინელი ოჯახის ვიდეოს უკვე 3, 5 მილიონი ნახვა აქვს.
ოჯახი დასტირის 7 წლის ბიჭუნას, დგას თეთრი სასახლე ირგვლივ ყვავილებით, იქვე გარდაცვლილი ბიჭუნას პორტრეტთან მიბმულია თეთრი საჰაერო ბუშტები. მოულოდნელად ერთი ბუშტი ნელ-ნელა დაიძრა და მიუახლოვდა მგლოვიარე დედას ჯოი განდა ვიბარ-ალმარესს( Joy Ganda Vibar-Alamares ), ბუშტი დამწუხრებულ დედას თავზე დატრიალებს, შეეხო და შემდეგ გაშორდა.ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბიჭუნას სული ამ სახით შეეცადა ენუგეშენინა დედა და გამომშვიდობებოდა მას. "მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო მისი უკანასკნელი მისია"-წერს "ფეისბუქზე" ალმარესი. ორ ვიდეორგოლს ამჟამად "ფეისბუქზე" 3, 5 მილიონი ნახვა აქვს, 69000 მოწონება და 22000 გამამხნევებელი კომენტარი. 377 7-ს მოსწონს 1-ს არა
|