x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
სახის იაპონური ნიღაბი– კანის 10 წლით გაახალგაზრდავება!

image


დაფიქრებულხართ, რატომ გამოიყურებიან იაპონელი
ქალები ასე კარგად? ისინი ხომ სიბერემდე ინარჩუნებენ ელასტიურ კანს, მომხიბვლელ
ფიგურას და ჯანსაღ თმას.

როგორ ახერხებენ ისინი ამას? ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამომავალი მზის ქვეყნის ქალების ფაიფურის კანი_ ბუნების საჩუქარია, სხვების აზრით- ეს შედეგია განსაკუთრებული კვებისა და მოვლისა.

ალბათ აქ ერთსაც აქვს ადგილი და მეორესაც.
image

მაგრამ, თუ ბუნება არ გვეხმარება, მაშინ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ იაპონელი ქალების კანის მოვლის ნიუანსები.


მათ მსგავსად, კანის მოვლისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები. ერთ-ერთი მათგანია ბრინჯი.

ტრადიციულად გეიშები თმების და თავის კანის დასარბილებლად იყენებდნენ ბრინჯის ქატოს. ისინი ბანაობდნენ ბრინჯის წყალში და თმებზეც მას ივლებდნენ.

იაპონელი ქალები ფაიფურისებრი კანის მისაღებად იყენებენ ბრინჯის ფქვილიან ტომარას. მას დებდნენ ცხელ წყალში, შემდეგ კიდებდნენ ჯამის თავზე, სადაც გროვდებოდა ბრინჯის წყალი. ამ წყლით იბანდნენ სახეს.

ბრინჯი კვებავს კანს, იცავს ულტრა იისფერი სხივებისგან და ხელს უშლის ნაოჭების
წარმოქმნას. ბრინჯის ნიღაბი სათუთად უვლის სახის კანს, ჭიმავს და ამკვრივებს მას. გთავაზობთ ასეთი ნიღაბის რეცეპტს.


სახის ნიღაბის იაპონური რეცეპტი:

ინგრედიენტები_3 ს.კ. ბრინჯის ფქვილი
2 ჩ. კ. თაფლი
1 ჩ. კ. ნაღები


აურიეთ ეს ინგრედიენტები ჯამში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ
სახეზე, ყელზე და დეკოლტის მიდამოებში. გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ წყლით. უმჯობესია თუ ეს იქნება მინერალური წყალი.


ასეთი ნიღაბის გაკეთება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. მისაღებია ყველა ტიპის კანისთვის.


ცოტამ თუ იცის, რომ იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო მათ განწყობაშია. ისინი თვლიან, რომ ცუდი განწყობა ასუსტებს იმუნიტეტს და ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ასე რომ, ხშირად გაიღიმეთ!


image

0
2742
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0