ჯანმრთელი კვება 7 გულისამრევი საკვები, რომლებსაც ალბათ არასოდეს არ შეჭამთ! 2016, 18 მარტი, 16:20 სანამ სტატიას გახსნით, გაფრთხილებთ, რომ თუ სუსტი ორგანიზმი გაქვთ,
ამ სტატიის წაკითხვა არ გაბედოთ, რადგან შესაძლოა გული აგერიოთ.
სტატიაში წარმოგიდგენთ 7 გულისამრევ საკვებს, რომლების მიღებას შიმშილით სიკვდილი სჯობია. 1. ბალუტი თუ სიმართლე გაინტერესებთ, გეტყვით, რომ პირველად ვწერ სტატიას ასეთი ზიზღით, მადაც საერთოდ დამეკარგა... ამ პირველ ფოტოს, რომ ვუყურებ არვიცი რა ვიფიქრო. ფოტოში ხედავთ იხვის ემბრიონს. 17 დღიანი კვერცხისგან დამზადებული საჭმელი, ფილიპინებში ნებისმიერ ადგილზე იყიდება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ლაოსი, კამბოჯა და ვიეტანმი) საერთო საჭმელია. უმეტესწილად ლუდს აყოლებენ. 2. შიოკარა ეს საჭმელი მზადდება სხვადასვა ზღვის ცხოველების შიდა ორგანოებისგან. შიდა ორგანოებს ერთი თვის განმავლობაში კარგად ამარილებენ და ბრინჯს ურევენ. ეს საკვები იაპონიას ეკუთვნის. 3. ბიონდეგი მუხარშული აბრეშუმის ჭია, რომელსაც კორეაში მსუბუქ საჭმელად იყენებენ. მეტის გაგრძელება ნამდვილად აღარ მსურს. 4. კალია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში კალია იჭმევა, რადგან მას გააჩნია უმაღლესი დოზით ცილა. თქვენ შეგიძლიათ აზიურ ქვეყნებში მიირთვათ "კალიის მწვადი", ხოლო მექსიკაში "მოხარშული კალია", რომელიც დაგემოვნებულია ლიმონით და ნიორით. 5. შავი სპილოს ძვლის ყავა არ გეგონოთ, რომ არის უბრალო ყავა. შავი სპილოს ძვლის ყავის ფასი 1100 დოლარია. მაგრამ როგორ აკეთებენ მას? ეს რომ გითხრათ ალბათ ამ ყავას არასოდეს გასინჯავთ. შავი სპილოს ძვლის ყავა მზადდება სპილოს განავლისგან! 6. სურსტომინგი ქაშაყის ფერმენტირებული თევზსიგან დამზადებული შვედური საკვები, რომელიც პოპულარულია თავის "შესანიშნავი" სუნით. ამ საჭმელს უმეტესად გარეთ ჭამენ, რათა ოთახში შემზარავი სუნი დგება. 7. Witchetty grub აბორიგენების ძირითადი საჭმელი, რომელიც ხის ჭიებისგან არის დამზადებული. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2181 17-ს მოსწონს
|