თქვენ თავს ძაღლის ჩვეულებრივ პატრონად მიიჩნევთ,

ხოლო ძაღლს, მისი მფარველი ანგელოზი ჰგონიხართ.
თქვენ გგონიათ, რომ არავის უყვარხართ.

ძაღლი კი ფიქრობს, რომ მისი სულის მონათესავე სული ხართ.

ხანდახან გგონიათ, რომ უიღბლო ხართ.

ოთხფეხა მეგობრისთვის, თქვენ ყველაზე საუკეთესო ხართ.

თქვენ რაღაც არ მოგწონთ თქვენს გარეგნობაში.

ძაღლისთვის, ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხართ.

არის მომენტები, როდესაც საკუთარი თავის რწმენას კარგავთ.

ძაღლს კი, ქვეყანაზე საუკეთესო ბოსად მიაჩნიხართ.

თქვენ უბრალოდ ზრუნავთ შინაურ ცხოველზე.

მას კი თქვენ, სუპერადამიანი ჰგონიხართ.

იდეალური არა ხართ.

მაგრამ, არა თქვენი ძაღლისთვის.

და მაშინაც, როდესაც გული გაქვთ დამძიმებული,

თქვენ ძაღლის ცხოვრებაში – მთავარი ბედნიერება ხართ.
