მუსიკა 27 წლის ბრიტანელი მომღერალი ადელი გათხოვდა 2016, 16 მარტი, 18:11 მომღერლის არათითზე ორი ბეჭედი ერთდროულად შემაჩნიეს, ერთი ნიშნობის, ხოლო მეორე საქორწინო.
როგორც ბრიტანული Daily Mail ი იუწყება, ბლუზ-სოულ მომღერალი თავის დიდი ხნის ბოიფრენდს, საინონ კონეკის გაჰყვა ცოლად. კონეკიმ წინადადება ადელს ჯერ კიდევ საშობაოდ შესთავაზა, ამის შესახებ თვითონ მომღერალმა კულისებს მიღმა განაცხადა, მსოფლიო ტურნეს დროს, თუმცა მანამდე ადელი აღნიშნავდა, რომ არაა გათხოვება აუცილებელი.როგორც ჩანს ინგლისელმა მომღერალმა აზრი შეიცვალა. შეგახსენებთ, ადელი 2015 წელს ყველაზე წარმატებულ მომღერლად დაასახელეს. Brit Awards-ის 5 პრიზიდან 4 მას ერგო წილად.2015 წლის სინგლი "Hello" 26 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოქცა, ხოლო you tube-ზე ყველაზე ნახვად კლიპად იქცა, მოხსნა რა PSY-ს "gangnam style"-ის რეკორდი, რომელიც 2012 წლიდან ლიდერობდა. 246 5-ს მოსწონს 1-ს არა
|