სხვა ცნობილი ვარსკვლავების და-ძმები,რომლებმაც უღირსი საქციელით მიიქციეს ყურადღება 2016, 14 მარტი, 12:48 ლეონარდო დიკაპრიოს გარშემო აჟიოტაჟი თითქოს ნელ-ნელა ჩაცხრა "ოსკარის" აღების შემდეგ, მაგრამ მისი სახელი მალე ისევ ამოტივტივდა, თუმცა ამჯერად სულ სხვა მიზეზით.მისი ძმა ქურდობის გამო დააკავეს.
ქვემოთ გაეცნობით ცნობილი ვარსკვლავების იმ უახლოეს ნათესავებს, რომლებმაც უღირსი საქციელით თავი გამოიჩინეს. 1ადამ ფერერი-დიკაპრიოს ძმის დაკავების შემდეგ, ბევრს გაუკვირდა, რომ თურმე მათ საყვარელ კუმირს ძმაც ჰყოლია.ადამსს ძმასავით მსახიობობა სურდა, თუმცა მას ნაკლებად გაუმართლა. ამჟამადს ფერერის და მის ცოლს ჩერიტი მურს პოლიცია ეძებს.მათ მაღაზიიდან 990$ მოიპარეს.ერთი თვის წინ სასამართლოც გაიმართა, თუმცა წყვილი მოსმენაზე არ გამოცხადდა, ამჟამად მათ დამატებითი ჯარიმა დაეკისრათ 3000$-ის ოდენობით და ხელმეორედ სასამართლო განხილვა. 2-ენტონი ჩიკონე-საოცარია, მაგრამ ფაქტია, ფანატები შოკირებულები იყვნენ, როდესაც პოპ-მუსიკის დედოფალმა, ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მომღერალმა Forbes -ის მიხედვით უარი თქვა ფინანსურად დახმარებოდა თავის ღვიძლ ძმას. უმუშევარი, უსახლკარო და გალოთებული ენტონი ჩიკონე ჟურნალისტების მეშვეობით ცდილობდა დისთვის ხმა მიეწვდინა(თვითონ და-ძმას წლებია ერთმანეთი არ უნახავთ). თვითონ მადონა აღნიშნავდა, რომ ბავშვობაში უფროს ძმასთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ლოთ ძმას არაერთხელ გადაუხადა სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის თანხა, ბოლოს ენტონიმ უარი განაცხადა მორიგ მკურნალობაზე, რის გამოც მადონამ შეუწყვიტა დაფინანსება უსახლკარო ძმას. 3-დანიელ გორდონ -ლევიტი-2010 წელს "ბნელი რაინდი: აღზევება" და "დასაწყისი"-ის ვარსკვლავის ჯოზეფ გორდონ-ლევიტის გარშემო აგორდა სკანდალი, მას შემდეგ, როდესაც ჰოლივუდის მსახიობის უფრო ძმა საკუთარი სახლის ბაღში გარდაცვლილი იპოვეს, გარშემო უამრავი ნემსი და შპრიცი ეყარა.36 წლის დანიელ გორდონ-ლევიტის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა. მსახიობი დიდხანს ითბენდა, როდესაც ყვითელი პრესა დაუსრულებლად განიხილავდა მისი ძმის სიკვდილს, სანამ ჟურნალმა GQ-მ ვრცელი სტატია არ გამოაქვეყნა ჯოზეფის "ნარკომან ძმაზე".მან ჟურნალისტები არაპროფესინალიზმში დაადანაშაულა და მკაცრად მოითხოვა საერთოდ აღარ განეხილათ მისთვის მტკივნეული ეს თემა. 4-სოლანჟ ნოულსი-შესანიშნავი მომღერალი და არც თუ მოკრძალებული, თუმცა ყველასთვის იგი ცნობილია, როგორც "ბიონსეს უმცროსი და". 2014 წელს დასავლურმა ტაბლოიდებმა სოლანჟის აყალმაყალი მონათლეს, როგორც "წლის ჩხუბი", რომელიც სიძესთან -Jay-Z-თან გამართა ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში.სოლანჟი მუშტებით და წივილ-კოვილით ეტაკა დის ქმარს, უნდა აღინიშნოს, რომ 44 წლის რეპერმა დიდი თავშეკავებულობა გამოიჩინა, ამ მოვლენებს თვალს ადევნებდა ბიონსეც და არც ჩარეულა კონფლიქტში. ყვითელმა პრესამ ვერაფრით დაადგინა კონფლიქტის მიზეზი, ამის შესახებ საუბარი არ ისურვა არავინ.თუმცა ერთი რამ ცნობილია, სოლანჟ ნოულს ხშირად ახასიათებს მსგავსი ნევიული აფეთქებები. 707 10-ს მოსწონს 1-ს არა
|