ტექნოლოგიური სიახლეები მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერი ზღვაში გავიდა 2016, 13 მარტი, 12:22 დასავლეთ საფრანგეთში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერის Harmony of the Seas-ს საზღვაოსნო გამოცდა.
ათასობით ხალხი შეიკრიბა სენ-ნაზერის პორტთან, რომ თვალი ედევნებინათ თუ როგორ შედის ზღვაში 70 მეტრის სიმაღლის ხომალდი. გემის მშენებლობა 1 მილიარდი $ დაჯდა, მისი მშენებლობა განახორციელა ფრანგულმა კომპანია STX France-მ.შემკვეთია ამერიკული კომპანია Royal Caribbean International-ი. ხომალდი 2 თვის შემდეგ იქნება გადაყვანილი აშშ-ში და გადაეცემა კომპანიას.. Harmony of the Seas-ს სიგრძე 362 მეტრია, (ანუ 50 მეტრით უფრო გრძელია ვიდრე ეიფელის კოშკი)სიმაღლე 70 მეტრი.სიგანე 66 მეტრი, წონა 227 000 ტონა.ხომალდზე 16 გემბანია, ერთდროულად შეუძლია მიიღოს 6 000 მგზავრი და 2000 ეკიპაჟის წევრი. აქამდე მსოფლიოს ყველაზე დიდ სამგზავრო ლაინერად ითვლებოდა, "Allure of the Seas"-ი, რომელიც იგივე Royal Carribean International-ს ეკუთვნის. კეთილმოწყობა:"Ultimate Abyss"-10 სართულიანი კორპუსი საცურაო dual dry slide-ით;Perfect Storm"-წყლის ეშმაკის ბორბალი; 3-D კინოთეატრი;აქუა თეატრი დრაივინგ შოუთი;ბარი Bionic-ი, სადაც სასმელს რობოტები დაასხავენ;პარკი გემბანზე;ბროდვეი შოუ "Grease";"ოკეანის თავგადასავლები";DreamWorks(ანიმაცია);მოედანი ალპინისტებისთვის;სწრაფი უფასო ინტერნეტი;ატრაქციონები და სხვა. 451 9-ს მოსწონს 1-ს არა
|