x
image
მანჩო 777
როცა ფანტასტიკა რეალობად იქცევა - ყველაზე სრულყოფილი და გასაოცარი თანამედროვე რობოტები (+ ბევრი ვიდეო)
მეცნიერული პროგრესი ერთ ადგილზე როდი დგას. უახლესი ტექნოლოგიების განვითარებამ უკვე მრავალჯერ გვიჩვენა, რომ საზღვრები წარმოსახვასა და რეალობას შორის ნელ-ნელა იშლება. რობოტები უკვე დიდი ხანია აღარ არიან სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილები. ისინი ჩვენი შეუცვლელი დამხმარენი გახდნენ უამრავ საქმეში. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ, თუ როგორ გამოიყურებიან და რა შეუძლიათ დღეისათვის ყველაზე სრულყოფილ რობოტებს.


image



მთვარემავალი Curiosity



image

Curiosity- ეს არის მესამე თაობის ყველაზე სრულყოფილი მთვარემავალი. მის შესაქმნელად NASA-მ ათი წელი და 2, 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს რობოტი პატარა ავტომობილის ტოლი თვლებზე მოსიარულე ლაბორატორიაა. ის შეიქმნა სპეციალურად გეილის კრატერის გამოსაკვლევად. Curiosity გადატენილია უამრავი ხელსაწყოთი და გადამცემებით, რომლებსაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველაფერი- ფოტოსურათების გადაღებიდან დაწყებული, მყარი გრუნტის მქონე ნიადაგის სპექტრული ანალიზით დამთავრებული.




ჰუმანოიდი Geminoid DK


image

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური ადამიანის მსგავსი რობოტი. ის შეიქმნა იაპონიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ ხიროში უსუგუროს თაოსნობით. გარეგნულად რობოტი მისი შემქნელის ზუტ ასლს წარმოადგენს. ჰუმანოიდის მართვა შესაძლებელია დისტანციურად უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ის საშუალებას აძლევს მანქანას მოახდინოს ადამიანის სახის მიმიკის და მოძრაობების ზუსტი იმიტირება.




Baxter


image

Baxter- არც ისე სიმპათიური შესახედაობის უჩვეულო სამრეწველო რობოტია. ეს მოდელი შეიძლება შეგვხვდეს მეტნაკლებად განვითარებულ თანამედროვე საავტომობილო საწარმოებში. მისი მთავარი ღირსებაა უსაფრთხოების უმაღლესი დონე. ამ ტიპის ჩვეულებრივი საწარმოო რობოტები ასეთი მაჩვენებლით სულაც არ გამოირჩევიან. იმ შემთხვევაში, თუ მუშა შემთხვევით აღმოჩნდება მანქანის კლიშეს ქვეშ, ეს შეიძლება მისთვის ფატალური შედეგით დამთავრდეს, მაგრამ არა ბაქსტერის შემთხვევაში. მის "ტვინში" მოთავსებულია კამერა, რომელიც თვალყურს ადევნებს, ხომ არ მოხვდა უცხო სხეული (ამ შემთხვევაში ადამიანი) მისი მოქმედების არეში. თუ კამერა ამას დააფიქსირებს, მაშინ ულტრაბგერითი ძრავები ავტომატურად ახდენენ კლიშეს გამორთვას.




Paul


image

პაული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაზე ნაკლებად ჰგავს რობოტს. მაგრამ ის, თუ რას აკეთებს ეს მანქანა, პირდაპირ განსაცვიფრებელია. ეს გახლავთ ნამდვილი მხატვარი-რობოტი, აღჭურვილი მხოლოდ ერთი მექანიკური ხელით, რომელსაც ფანქარი ან ავტოკალამი უჭირავს. ხატვის პროცესი საკმაოდ მარტივია: ადამიანი ჯდება კამერის წინ, რომელიც ახდენს მისი სახის სკანირებას, შემდეგ კი Paul-ის ხელი იწყებს პორტრეტის ხატვას. ამასთან რობოტი ხატავს არა შაბლონის მიხედვით, არამედ თითოეული ნახატი, თუნდაც ერთი ადამიანის სხვადასხვა პორტრეტიც კი, უნიკალური და განსხვავებულია. მის სურათებში გარკვეული სტილიც კი იგრძნობა.




WildCat


image

ეს არის ცნობილი კომპანიის Boston Dynamics-ის ქმნილება. WildCat გახლავთ მზვერავი-რობოტი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება თავისუფალ ტერიტორიაზე, ხოლო გალოპის რეჟიმში მას შეუძლია განავითაროს 25 კმ/სთ სიჩქარე. დიახ-დიახ, ამ რობოტს ცხენივით შეუძლია გაჭენება. ასევე მას ძალუძს მკვეთრად გაჩერდეს და შემოტრიალდეს. გარდა ამისა, WildCat-ს აქვს გასაოცარი უნარი, მყარად იდგეს დედამიწაზე-მისი წაქცევა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.




S-One


image

ეს არის მაშველი-რობოტი, შექმნილი იაპონური კომპანიის Schaft-ის მიერ, რომელიც შემდგომში შეიძინა Google-მა, ისევე, როგორც Boston Dynamics-ი. S-One არის პატარა, მაგრამ საოცრად ძლიერი და მედეგი რობოტი. მას შეუძლია ასწიოს სიმძიმე, იმუშაოს ბურღის მაგივრად, იოლად გაუმკლავდეს ვენტილებსა და კარის სახელურებს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით რობოტი საოცრად დახვეწილად მუშაობს და უჩვეულო სისწრაფით გამოირჩევა.




Sub1


image

ეს რობოტი შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ორმა ინჟინერმა ჯეი ფლეტლენდმა და პოლ როუზმა (აშშ). რობოტი შედგება 6 ძრავის, 4 ვებ-კამერის და რამოდენიმე უბრალო, ხელმისაწვდომი დეტალისაგან. მისი ძირითადი მოვალეობაა- რუბიკის კუბიკის აწყობა და თქვენი აზრით, რამდენ ხანს უნდება ის ამას? -არც კი დაიჯერებთ-ერთ წამსაც კი არა. ადამიანებს შორის რუბიკის კუბიკის აწყობის რეკორდი ამჟამად ეკუთვნის ამერიკელ მოსწავლეს ლუკას ეტერს. 2015 წლის შემოდგომაზე მან დაამყარა რეკორდი, ააწყო რა რუბიკის კუბიკი 4, 5 წამში. Sub1 კი ამ ამოცანას სულ 0, 886 წამს ანდომებს.




Row-bot


image

Row-bot- ეს არის ბრისტოლის უნივერსიტეტის სწავლულების უახლესი ქმნილება. Row-bot რობოტის პროტოტიპია, რომელიც გადაადგილდება დაბინძურებული წყალსაცავების ზედაპირზე და "ჭამს" მიკრობებს, რომლებიც წყალს უვარგისს ხდიან. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "შეჭმულ"მიკრობებს რობოტი იყენებს, როგორც კვების წყაროს შემდგომი მუშაობის გასაგრძელებლად.




M-2000iA/1700L


image

იაპონურმა კოპანიამ FANUC შექმნა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რობოტი. მისი სახელი არც ისე კეთილხმოვანია, მაგრამ სამაგიეროდ, მისი შესაძლებლობებია განსაცვიფრებელი. "მძლეოსანი-რობოტი" ხელებს შლის 4, 2 მეტრ სიგანეზე და მას შეუძლია ჰაერში აზიდოს 1700 კილოგრამი წონის ტვირთი.




Atlas


image

კომპანიამ Boston Dynamisc სულ ცოტაოდენი ხნის წინ საზოგადოებას წარუდგინა ახალი თაობის რობოტი სახელწოდებით Atlas. მისი შესაძლებლობები მართლაც რომ სცილდება რეალობის ზღვარს. ორფეხა, ადამიანისმაგვარი რობოტი თავისუფლად დასეირნობს რთული ლანდშაფტის მქონე ზამთრის ტყეში. ამავე დროს ის წონასწორობას ინარჩუნებს მაშინაც კი, როცა მისი ფეხები თოვლში ეფლობა, მაგრამ თუ რობოტი მაინც დაეცა, მას შეუძლია დამოუკიდებლად წამოდგეს და გააგრძელოს გზა ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც კი.




p.s. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, არც ისე შორსაა დრო, როცა რობოტები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებიან, ვინ იცის, იქნებ ფანტასტიკური ფილმების სიუჟეტებიც რეალობად იქცეს და ეს გასაოცარი მანქანები გონებრივადაც გაუთანასწორდნენ ადამიანს. ახდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება - ამას მომავალი გვიჩვენებს.

0
349
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0