ტექნოლოგიური სიახლეები განსაცვიფრებელი 7D ტექნოლოგია, რომელიც მალე ყოველგვარ გასართობს ჩაანაცვლებს 2018, 27 სექტემბერი, 13:10 თუ თქვენ ფიქრობთ, რომ 3D ფილმები მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პიკია, ესე იგი, ცხოვრებას ძალიან ჩამორჩით...
ყველაფერი ლურჯ-წითელი სათვალეებით დაიწყო, რომლებიც დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გამუქდა. შემდეგ უკვე შევეჩვიეთ 4D-ს - ახალ სიტყვას სპეცეფექტებისა და გართობის ჟანრში, თუმცა კვლავ გავიფიქრეთ, რომ ეს უკვე ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალია და მეტის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია. როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ვფიქრობდით ასე.
სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სიახლე, რომელმაც, სავარაუდოდ, გადატრიალება უნდა მოახდინოს სპეცეფექტების ჟანრში- 7D ტექნოლოგია, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება მისი წინაპრებისაგან. მაინც რა არის 4D და რა დამატებითი ფუნქციები აქვს მას? გამოგონების იდეა მდგომარებს იმაში, რომ მაყურებლმა მძაფრად შეიგრძნოს ვირტუალური რეალობის მდგომარეობა. სულ პირველად ნოვაცია წარმოადგინა კომპანია Magic Leap-მა. ტექნოლოგია დაფუძნებულია მკვეთრ და კარგად გამოსახულ ჰოლოგრამებზე, რომლებიც ქმნიან ზერეალისტურ სახეებს. თუმცა ტექნოლოგია მხოლოდ ვიზუალურ მხარეს როდი გულისხმობს: მას თან ახლავს სუნი, ბგერები და შეგრძნებებიც კი. მისი მიზანია შექმნას ილუზია, რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვავდება რეალურისაგან. ჯერჯერობით ეს პროექტი დამუშავების და განვითარების სტადიაშია, თუმცა იაპონიასა და დუბაიში უკვე შესაძლებელია მისი შედეგით თვალის დატკბობა. სულ რამდენიმე თვეა, რაც იაპონიაში ზოოპარკი გაიხსნა, ოღონდ ნამდვილი ცხოველების გარეშე. მისი ყველა მკვიდრი 7D - პროექციაა. ეს მართლაც განსაცვიფრებელი სანახაობაა, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ ცხოველების სივრცითი გამოსახულებები: ყველა ჰოლოგრამა იმდენად დახვეწილადაა დამუშავებული, რომ ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ. ჩემი აზრით, ვირტუალური ზოოპარკი - შესანიშნავი გამოგონებაა და ძალიან კარგი იდეა. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმის, რომ ცხოველები გალიებსა და ვოლიერებში გვყავდეს გამოკეტილი და ვუყურებდეთ, თუ როგორ იტანჯებიან ტყვეობაში. მივესალმები იმას, რომ მომავალში ვირტუალურმა ცხოველებმა დაიკავონ ზოოპარკებში რეალურის ადგილი. ნახეთ ეს საოცარი ვიდეო და გამოხატეთ თქვენი აზრი -რამდენად გამართლებულია ჩვენც გვქონდეს ვირტუალური ზოოპარკები. 519 8-ს მოსწონს
|