კინო დიკაპრიოს ყოფილი ქალი "მაშველების" რემეიკში ითამაშებს 2016, 7 მარტი, 13:39 სუპერმოდელმა კელი რორბახმა ცნობილი წითელი საცურაო კოსტუმი მოირგო.
მაიამიში დაიწყო საკულტო სერიალის "მაშველების " რემეიკის გადაღება.ტელესერიალი, რომელმაც 90-იან წლებში მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ტელეკრანები დაიპყრო კვლავ გვიბრუნდება.თუმცა ამჯერად როგორც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.სურათის პრემიერა დაგეგმილია 2017 წლის მაისში.ფილმში მამაკაცთა მთავარი როლები ერგოთ ჰოლივუდის ვარსკვლავთბიჭუნას ზაკ ეფრონს და დაკუნთულ დუეინ ჯონსონს. მთავრი ინტრიგა იყო ვინ შეცვლიდა პამელა ანდერსონს?არჩევანი შეჩერდა ამერიკელ სუპერმოდელ კელი რორბახზე, 'Playboy"-სა და "Sports Illustrated"-ის ვარსკვლავზე და ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილ შეყვარებულზე. აღსანიშნავია, რომ ახლანდელმა წითელმა საცურაო კოსტუმმა საკმაო ცვლილებები განიცადა, არის უფრო სექსუალური, ვიდრე პამელა ანდერსონის იყო.წინ ოქროსფერი ელვაშესაკრავი ამშვენებს, განსხვავებულადაა ზურგზე ამონაჭრებიც. მომხიბვლელი ღიმილის და უზადო სხეულის გარდა როირბახმა შეუძლია დაიკვეხნოს იმითაც, რომ იგი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია იურიდიულის განხრით, ამასთანავე გოგონა საკმაოდ წარმატებულია სპორტშიც, -ბრწყინვალედ თამაშობს გოლფს. გასული წლის ზაფხულში პრესაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდო დიკაპრიო როირბახზე ქორწინდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ცნობილმა მექალთანემ გადაიფიქრა. 293 6-ს მოსწონს 1-ს არა
|