![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030618491573439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619043673439.jpg)
კურნავს, თუ არა სასმელი, გრიპს და სურდოს? რომელი უფრო მავნებელია, ლუდი, თუ უფრო მაგარი სასმელები? ათბობს, თუ არა, ალკოჰოლი? შველის, თუ არა, ჰიპერტონიას? ზრდის, თუ არა, აქტიურობის დონეს?
გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მითებს ალკოჰოლის შესახებ.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619054373439.jpg)
ალკოჰოლი ამაღლებს შრომისუნარიანობას
მინიმალური რაოდენობით სასმელის მიღებამ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობისა და აზროვნების გააქტიურება, მაგრამ არა ყოველთვის. ავსტრალიელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მცირე რაოდენობით, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, კი არ ზრდის მოქმედების უნარს, პირიქით – ადამიანის რეაქციებს აფერხებს. ხოლო, ძალისა და ენერგიის მომატების შეგრძნება – ილუზიაა, რომელსაც იგივე ალკოჰოლი იწვევს.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619060073439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030618501673439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619061773439.jpg)
ლუდი – ალკოჰოლი არ არის
ამ მითის მიხედვით, ლუდი მავნებელი არ არის. დაბალი ალკოჰოლის შემცველ სასმელს, ლიმონათს ადარებენ და ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით სვამენ. რამაც, შეიძლება, სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. ლუდის ხშირი გამოყენება ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე ძლიერი ალკოჰოლური სასმელის ერთჯერადი გამოყნება.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030618515773439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619065573439.jpg)
ალკოჰოლი – გაციების წამალია
როგორც ამბობენ, “წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა". სასმელი არც ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს ანადგურებს და არც იმუნურ სისტემას აძლიერებს. პირიქით, უფრო ამძიმებს ავადმყოფის მდგომარეობას (წვავს ლორწოვან გარსს ორგანიზმში). ეს ფსევდო ფაქტი, ალკოჰოლის შესახებ, არ ეხება მცირე რაოდენობით, შემთბარ წითელ ღვინოს, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის მუშაობის სტაბილიზირება.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619072773439.jpg)
ხარისხიანი სასმელი მავნებელი არ არის
რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის სასმელი უფრო მავნებელია, ვიდრე ხარისხიანი. მაგრამ ორგანიზმის მოწამვლის მიზეზი ძმრის ალდეგიდია – ეთილის სპირტის დაშლის ძირითადი პროდუქტი, რომელიც ხარისხიან და უხარისხო სასმელში, თანაბარი რაოდენობით არის.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619075673439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030618580973439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619081473439.jpg)
სასმელი ქვემოთ სწევს არტერიულ წნევას
ეს ყველაზე საშიში მითია, მითებს შორის. ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ! მცირე რაოდენობით ალკოჰოლი, სისხლძარღვების ტონუსს აქვეითებს, მაგრამ გულის აჩქარებას იწვევს. რაც უფრო დიდია სასმელის რაოდენობა, მით უფრო ძლიერია ეფექტი. შედეგად – მოსალოდნელია წნევის ნახტომისებური ზრდა, განსაკუთრებით დილით, ნაბახუსევზე.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619084573439.jpg)
სმის დროს, რამის მიყოლების შემთხვევაში, ალკოჰოლის განეიტრალება ხდება
ამ მითის მიხედვით, მარტო ალკოჰოლის სმა, სწრაფ თრობას იწვევს და ამიტომ, საჭიროა რამის მიყოლება, სასმელის გასანეიტრალებლად. ეს აზრი ცოტა დამახინჯებულია. ალკოჰოლი რომ განეიტრალდეს, ნებისმიერი რამის მიყოლება კი არა, ცხელი კერძის დაყოლება არის საჭირო, რადგან ის ხელს შეუშლის ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას. ცივ კერძს ან არაალკოჰოლურ სასმელს, არ შეუძლია ალკოჰოლის განეიტრალება.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619091273439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030618594573439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619095673439.jpg)
სპირტული სასმელი კალორიებს არ შეიცავს
სინამდვილეში, რაც უფრო მაღალია სასმელში ალკოჰოლის შემცველობა, მით უფრო კალორიულია ის. მაგ, . ყოველ 100 მლ-ზე, კალორიების შემცველობა ასეთია:
ამარეტო – 280 კკაკ
კონიაკი – 240 კკალ
არაყი – 234 კკალ
ხილის ღვინო – 80-125 კკალ
ღვინო – 66 – 170 კკალ
ლუდი – 45 კკალ
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619105073439.jpg)
ალკოჰოლი მადას აძლიერებს
20-30 მლ. არაყი მადას აძლიერებს, დალევიდან 20 წუთის შემდეგ. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – აქვეითებს.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619011473439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016030619122573439.jpg)
ალკოჰოლი ათბობს
სპირტული სასმელი ვერ დაეხმარება ადამიანს ჰიპოთერმიის დროს. მცირე რაოდენობით (არაუმეტეს 50 მლ.), ოდნავ ხსნის სიმპტომებს, ხოლო დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება გათბობის ცრუ შეგრძნება, რაც მის მოდუნებას იწვევს, ეს კი, საბოლოო ჯამში, მის გაყინვის და სიკვდილის მიზეზი ხდება.
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031008081473439.jpg)
![ვამსხვრევთ მითებს ალკოჰოლის შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201603/2016031008074973439.jpg)