საუკეთესო 10 ანეკდოტი. ნაწილი მეთვრამეტე
1.მიტუა ცოლთან ერთად უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლის შემდეგ დედას ურეკავს:
– დედი‚ მაყვალამ იმშობიარა‚ ოღონდ, ბავშვის სანახავად რომ მივედი‚ ზანგია... მაყვალა კიდენა, მეუბნება‚ თეთრი დაიბადა‚ მაგრამ, რძე არ მქონდა და ძუძუ ზანგმა აწოვა და გაშავდაო... შეიძლება‚ ეგეთი რამე მომხდარიყო?
– რავი‚ შვილო‚ შენ რომ გაგაჩინე‚ მეც არა მქონდა რძე‚ ძროხის რძეი გაჭმევდი‚ მაგრამა, რქები მაშინვე კი არა‚ 33 წლისას ამოგივიდა...
2.კაცი მიდის გურულ მამაოსთან და შეწუხებული სახით ეუბნება:
- მამაო, 2 დღეა რაცხა თავი მტკივა ნამეტანი და მიშველე რამეო.
მამაო ეკითხება - მონათლული თუ ხარ?
- კი მამაო
- დილით და საღამოს ლოცულობ?
- კი მამაო - პასუხობს კაცი,
- მარხვას იცავ?
- კი -
–ცოლს ხომ არ ღალატობ?
- არა მამაო
- აღსარებას რეგულარულად აბარებ?
- კი მამაო. . .
მამაო დაფიქრდა, მერე მოჭუტული თვალით თავზე შეხედა და ეუბნება
- რას გეტყვი ბიძიკო იცი? შარავანდედი გიჭერს პატარაზე მგონია და გეიწევს აწი, ზაფხული მოდისო.
3.ტიპი ადის ავტობუსში და გურულ მგზავრს ეკითხება:
- რა ნომერია აი ავტობუსი?
-რას კითხულობ ნომერს ძამა!?? მოგიჭერს თუ?
4.სახლში დაბრუნებული ქმარი ცოლს უახლოეს მეგობართან ლოგინში მიუსწრებს,
აიღებს პისტოლეტს და მოკლავს.
– ცოლი საწოლიდან წამოდგება და ეუბნება:
– შენ თუ ასე გააგრძელე, მალე მეგობრების გარეშე დარჩები...
5.ციგნის გოგო გაუუპატიურა მიხომ. სასამართლოში იჩივლა ციგანმა.
მივიდნენ სასამართლოში კიბეებზე ადიან ქურთი ეკითხება:
- შენ ჩემ გოგოს შაეცი?
- ხოოოოოო
- ვაი დედაა!...
ავიდნენ დარბაზში კიდე ეკითხება;
- ჩემ გოგოს შაეცი?
- ხოოო
- ვაი დედააა!...
შემოვიდა მოსამართლე, ციგანი კიდე ეკითხება;
-ჩემ გოგოს შაეცი?
-არა
-ვა კიბეებზე შაეცი, დარბაზში შაეცი, ახლა მოსამართლეს
პირში რატო არ შაეცი ჰააააა? შე დამპალო შენაააააა!!!
6.მაგრად დაბოლილი გურული გამვლელს აჩერებს:
-ბიძაჩემო, შენს გახარებას, მითხარი, დღეს ოთხშაბათია?
-არა, კვირაა.
--აა, იასნია, გუშინ იყო ოთხშაბათი, არა?
-არა, გუშინ შაბათი იყო.
-აბა, ხვალაა ოთხშაბათი?
-ხვალ ორშაბათია.
-აუ, ჩემი! მითხარი ბიძია, ოთხშაბათი ამეიღენ ხმარებიდან?!
7.გურული ყვება:
– ჩემი გოგოს ხელი მილიონერმა მთხოვა _ ოღონდ მომათხოვე შენი ინდირა და მის წონა ოქროს მოგცემო.
– მერე?
– ვუთხარი, ძამა, ერთი თვე მაცალე, ვიფიქრებ, _მეთქი.
– მართალი ხარ. რა იცი, რა ხდება, უნდა დაფიქრდე.
– ბიჭო, ფიქრი კი არა, ინდირას გასუქებაა მთავარი!
8.ამბობენ‚ მათემატიკოსები უსასრულობამდე სვამენ‚
ფიზიკოსები – სიმძიმის ცენტრის დაკარგვამდე‚
ბუღალტრები კი – ბალანსის....
9.მოკლედ ერთი მატყუარა ყვება ამბავს:
-სანადიროდ ვიყავი მარტო შუა ზამთარში ვერაფერი მოვკალი მოვდივარ უკვე სახლში და ამ დროს დავინახე ირემი გადმომიხტა, ავდექი ვესროლე, რათმქმაუნდა მოვკალი, ხოდა მთლიანად ხო არ წამოვიღებდი? ავაჭერი ბაყვი და შემოვიგდე მხარზე... მერე გავაგრძელე გზა და მეორე ირემი შემხვდა ვესროლე იმასაც და ისიც მოვკალი, იმასაც ბაყვი ავაჭერი შემოვიგდე მხარზე და... -ამ დროს რეკავს ტელეფონი ლაპარაკობს ლაპარაკობს და რო მორჩება ლაპარაკს ვისაც უყვებოდა ამბავს მიუბრუნდება: - სად გავჩერდი???
-აი ბაყვები რო გქონდა შემოლაგებული მხრებზე...
-ხოდა რო მივცხე და მივცხე ამ ქალს უნდა გენახა რა დღეში ჩავაგდე!...
10. თვითმფრინავი ჰაერში აყირავდა და ისე განაგრძო ფრენა. სალონში პანიკაა.
– დარწყნარდით, დაწყნარდით, – ამშვიდებს მგზავრებს სტიუარდესა, – პილოტს გრიპი აქვს, ცხვირში "სანორინს" ჩაიწვეთებს და გასწორდება.