საბუნებისმეტყველო §22. გლობუსი, გრადუსთა ბადე და კოორდინატთა სისტემა. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2016, 6 მარტი, 17:27 გლობუსი არის პლანეტის ან ცის სფეროს სფეროსებური მოდელი, რომლის ზედაპირზე, ცისა და პლანეტის ობიექტები, შემცირებული სახით არის ასახული. დედამიწის გლობუსი წარმოაჩენს ჩვენი პლანეტის სფეროსებურობას და გვაძლევს პოლუსებისა და ეკვატორის, კონტინენტების, ოკეანების, ზღვების, მდინარეების, ტყეების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობისა და მოხაზულობის წარმოდგენის საშუალებას და გლობუსზე გეოგრაფიული ობიექტები უფრო ნაკლებად არის დამახინჯებული, ვიდრე რუკაზე. ყველა გლობუსზე, გეოგრაფიული ობიექტების გარდა, დატანილი არის გრადუსთა ბადე, რომელიც წარმოადგენს პარალელებისა და მერიდიანების ერთობლიობას. წარმოსახვითი ღერძი, რომლის ირგვლივაც დედამიწა ბრუნავს, გლობუსზე რეალურ ღერძად არის წარმოდგენილი. ამ ღერძის თავი და ბოლო, დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსების მდებარეობას ემთხვევა. გლობუსს შუაზე ეკვატორის ხაზი კვეთს, რომელიც თანაბრად არის დაშორებული პოლუსებიდან. ეკვატორის პარალელურად გავლებულია პარალელები. მათგან ოთხი: ორი ტროპიკული და ორი პოლარული წრე, წყვეტილი ხაზებით არის გავლებული. ეკვატორის პერპენდიკულარულად გატარებულია მერიდიანები, რომლებიც ერთმანეთს ჩრდ. და სამხ. პოლუსებში კვეთენ. მერიდიანები და პარალელები ყველა გლობუსზე და რუკაზე არის დატანილი და ისინი გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად არის საჭირო. ეკვატორი და ნულოვანი მერიდიანი, დედამიწის ზედაპირს, ნახევარსფეროებად ყოფენ: ეკვატორი – ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებად; ნულოვანი (გრინვიჩის) მერიდიანი – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებად;ყველა გეოგრაფიულ ობიექტს თავისი მისამართი აქვს, რომელიც გეოგრაფიული კოორდინატებით ანუ გეოგრაფიული გრძედით და გეოგრაფიული განედით გადმოიცემა. ეკვატორი არის ნულოვანი განედის ხაზი ანუ ეკვატორზე განლაგებული ყველა ობიექტი განედი 0º -ის ტოლია. ეკვატორის ზემოთ და ქვემოთ, მის პარალელურად, მოთავსებულია დედამიწის სხვა განედები. ყოველ განედს აქვს ციფრითი მნიშვნელობა, რომელიც გრადუსებში იზომება ანუ ეს არის კუთხე, რომელიც იქმნება დედამიწის ცენტრიდან ეკვატორამდე და ობიექტზე გამავალ ხაზებს შორის. ეკვატორიდან ჩრდილოეთით 0º -დან 90º-მდე და ეკვატორის სამხრეთით 0º-დან -90º-მდე შუალედებში. ეკვატორის ჩრდილოეთით განლაგებულია ჩრდ. განედები (ჩ.გ), ხოლო სამხრეთით – სამხ. განედები (ს. გ.). შენიშვნა: ეკვატორის პარალელურად, 90 ხაზის გატარება შეიძლება ჩრდ. ნახევარსფეროში და 90-ის სამხ. ნახევარსფეროში. ხაზებს შორის მანძილი გლობუსზე და რუკაზე 1º -ის ტოლია, ხოლო რეალურად, ბუნებაში, დაახლოებით, 111 კმ -ის. ამრიგად, თუ ცნობილია პუნქტებს შორის დაშორება გრადუსებში, შესაძლებელი იქნება მანძილის გამოთვლა კილომეტრებში. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რუკაზე და გლობუსზე, წერტილის ადგილმდებარეობის დასადგენად, საჭიროა 2 კოორდინატი, რადგამ მხოლოდ განედის ცოდნის შემთხვევაში, გვეცოდინება ობიექტის დაშორება ეკვატორიდან, რაც ერთი სრული წრე (360º) არის დედამიწის ზედაპირზე. წერტილის ჩრდ. და სამხ. მდებარეობის ცოდნის გარდა, საჭიროა მისი მდებარეობის ცოდნა დას. და აღმ. მხარეების მიმართ. რადგან ამ მხარეების შესაბამისი პოლუსები არ არსებობს, გადაწყდა, რომ ნულოვანი გრძედის ხაზი გაივლიდა გრინვიჩის ობსერვატორიაზე. მისგან დასავლეთით, თარიღთა ცვლის ხაზამდე, აითვლება დას. გრძედები (დ. გ.), ხოლო აღმოსავლეთით – აღმ. გრძედები (ა. გ.). აღმ. გრძედები დადებითი (0-180º) მაჩვენებლებით აითვლება, ხოლო დას. გრძედები – უარყოფითით (0 - - 180º). ამ შემთხვევაში, კუთხე იქმნება ნულოვან მერიდიანზე და ობიექტის მერიდიანზე გამავალ სიბრტყეებს შორის. შენიშვნა: 1º-იანი გრძედის სიგრძე ეკვატორზე 111 კმ-ის ტოლია. პოლუსებისკე სიგრძე კლებულობს და პოლუსზე ნულს უტოლდება. ობიექტის კოორდინატების დასადგენად რუკაზე, საჭიროა ობიექტიდან გამომავალი სხივების გადაკვეთის ადგილების დადგენა, რუკის კიდეებზე მდებარე გრადუსთა ბადის ჩარჩოზე. მაგ., თბილისის კოორდინატებია: ჩ. გ. 41º 43' და ა. გ. 44º 48'განსხვავებული მეთოდით ხდება კოორდინატების დადგენა გლობუსზე. მასზე მოცემულია სპეციალური სკალები, გრძედების და განედების გამოსათვლელად. გლობუსების უმრავლესობაზე, გარეთა რკალზე, რომლითაც გლობუსის ღერძი არის დაფიქსირებული, დატანილი არის გრადუსთა სკალა განედის ასათვლელად. თუ სკალა რკალზე არ არის, მაშინ ის აუცილებლად იქნება ნულოვან მერიდიანზე ან თარიღთა ცვლის ხაზზე. ასეთივე სკალა მოთავსებულია ეკვატორზეც, ობიექტის მეორე კოორდინატის – გრძედის დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ გლობუსზე ობიექტი უფრო ზუსტად არის გადმოცემული, ვიდრე რუკაზე, მას პრაქტიკაში მხოლოდ სასწავლო-საცნობარო დანიშნულებით იყენებენ, მისი მასშტაბის გამო. გლობუსების უმრავლესობა (სპეც. დაკვეთით დამზადებული გლობუსის გარდა) წვრილმასშტაბიანია. რუკის საშუალო მასშტაბი 1:200 000 – დან 1:1 000 000 - მდე არის ანუ 1 სმ-ში, 2-დან – 10 კმ-მდე შეიძლება იყოს. ამ მასშტაბებიდან, რომელიმეში დამზადებული გლობუსის დიამეტრი 3-4 მ. იქნება. ასეთი გლობუსის გამოყენება არაპრაქტიკულია, უფრო სწორედ, შეუძლებელი. ამიტომ, გლობუსებს მხოლოდ სასწავლო დანიშნულებით იყენებენ. სასწავლო გლობუსი, მასშტაბის მიხედვით, სამი სახის შეიძლება იყოს: 1 : 83 000 000 1 : 50 000 000 1 : 30 000 000. § 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/ § 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/ § 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/ § 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/ § 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/ § 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/ § 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/ § 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/ § 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/ § 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/ §11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია. http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/ §12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/ §13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/ §14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/ §15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/ §16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/69945-§16-სასაათე-სარტყლები-და-თარიღთა-ცვლის-ხაზი-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/ §17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) . თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/70081-§17-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-I-მზის-ქარი-და-მ/88/ §18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა) თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/70832-§18-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-II-სისტემები-მთვ/88/ §19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/70580-§19-ზოგადი-ცნობები-დედამიწის-მზის-და-მთვარის-შესახებ-თავი-III-პლანეტა-/108/ §20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/70950-§20-ტერმინები-და-განმარტებები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფ/108/ §21. კარტოგრაფიის საგანი და განვითარების ისტორია. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. http://intermedia.ge/სტატია/71270-§21-კარტოგრაფიის-საგანი-და-განვითარების-ისტორია-თავი-IV-კარტოგრაფია-და/108/ 3351 9-ს მოსწონს
|