ქალი და მამაკაცი მგონი მიყვარდება 2012, 31 მაისი, 2:06 ძალიან უცნაური ხასიათი მაქვს.არასდროს არავინ მყვარებია, არც არავინ მომწონებია სერიოზულად.ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ბაღშიც უყვარდათ, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც.მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ცივი გული მქონდა და ამის ბრალი იყო ყველაფერი.როდესაც სკოლა დავამთავრე, ერთი ბიჭი გავიცანი.მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი და ერთ დღესაც ამ ცხოველმა მომიტაცა.უბრალოდ არ შემიძლია სხვა ვუწოდო ასეთი ტიპის ადამიანებს.(ამ თემაზე შეიძლება ერთხელ გულწრფელად ვილაპარაკო, რადგან ეს საკმაოდ მძიმედ მოქმედებს ჩემზე).რა თქმა უნდა არ დავრჩი და ამ ამბის შემდეგ საერთოდ დამეკარგა ინტერესი და ნდობა ბიჭების მიმართ და საკმაოდ უკარება და ცივი ადამიანი გავხდი.მეგონა კიდეც რომ სიყვარული არასოდეს მოვიდოდა ჩემთან და ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.ასე მეგონა სანამ..... მოკლედ, პრაქტიკაზე ვიყავი ტელევიზიაში და იქ გავიცანი ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი, საოცარი იუმორით და შეგნებით.დღემდე კარგი მეგობრები ვართ, მეტი არაფერი.მეგობრული შეხვედრების და საუბრების გარდა არც არაფერი ყოფილა.ყოველთვის მიხაროდა, როდესაც სმს მომწერდა ან დავინახავდი.ბოლოს ერთმანეთი დიდი ხანია არ გვენახა.და სწორედ დღეს, საღამოს შევხვდი სრულიად შემთხვევით და მივხვდი, რომ რაღაც დამემართა.არ ვიცი რა, მაგრამ ესეთი რამ არასოდეს დამმართია.მივხვდი, რომ ჩემთვის ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია.არ ვიცი, ის რას ფიქრობს ჩემზე.ეს არც მაინტერესებს.მთავარია, რომ თურმე მეც შემიძლია სიყვარული, თუნდაც იყოს ეს ცალმხრივი.ან იქნებ ეს სულაც არ არის სიყვარული.ვიცი?რა ვიცი, არ ვიცი...... 178 2-ს მოსწონს |
და ბოლოს იბრძოლეთ იბრძოლეთ იბრძოლეთ, იმ ადამიანს გვერდით იყოთ ვინც გიყვართ, ფიზიკურად თუ ვერა ემოციურად, ქვეცნობიერად, გაახდით მისიიი ჰაერიიიიიი, და აქ ზღვარი არააა, დაოჯახებულია თუ არა ის პიროვნება.