სხვა ერთი კაციც და გავდივართ... 2012, 24 მაისი, 16:00 ![]() -დამეხმა...-დამთავრება არ დასცალდა ქალს, კაცმა გაზეთი დაკეცა და მთელი ხმით დაუყვირა:გამაგებინე ასეთ რა წამალს ყიდულობ, რომ დამტანჯე ყოველ კვირას?!მითხარი და მე გიყიდი იმ წამალს.შენც დაისვენებ და მეც.-დაასრულა მოხუცმა და გაზეთს მიუბრუნდა.ქალი უხმოდ გაბრუნდა და გეზი მომდევნო ავტობუსისკენ აიღო. -იყიდეთ ქადა!-შორიდან ისმის საოცრად საწყალი ხმა და ვცდილობ სასწრაფოდ უკან დავიმალო, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია.ეს კაცი ამოჩემებულივით ჩემსკენ მოიწევს და მავედრებელი ხმით იწყებს:"იყიდე ქადა ბაბულია, იყიდეეე, მიდი ბაბულია, ცოდვა ვარ ბაბულია, ძვირად არ ვყიდი-50 თეთრი ღირს". იძულებული ვარ თავი ფანჯრისკენ მივაბრუნო, მაგრამ ვინ გაცლის.ბაბულიაბ ქადა აიღო და პირდაპირ თავში გამომიქანა.ფული არ მაქვს-ვეუბნები და ქადას უკან ვუბრუნებ.-რამდენიც გაქვს იმდენი მომეცი ბაბულია.-არ მაქვს საერთოდ-ვცდილობ ხმა გავიმკაცრო.-შენს კალთაში ნაგდები ქადა რად მინდა-ბრაზობს მოხუცი და ფულს კატეგორიულად მთხოვს.სხვა რა გზა მაქვს 50 თეთრი მივეცი და ქადაც უკან დავუბრუნე. ორიოდე წუთი, რამდენიმე ახალი მგზავრი და ქადა ისევ აქტუალურია."აბა ქადა, კაი ქადა, კაი გოგოს გამომცხვარი"-თავი შემოყო მარშუტში შუახნის ქალმა.ქადის მსურველი არავინაა, სამაგიეროდ ერთ მგზავრს დამაინტრიგებელი კითხვა გაუჩნდა:"ქალბატონო ამ ქადას ის გამომცხობი კაი გოგო არ მოყვება?". მარშუტში სიცილი ატყდა, გამყიდველი ღიმილით მიუბრუნდა კაცს და ირონიით უპასუხა:"კარგ გოგოს კი მოვიყვან, მაგრამ კარგ ბიჭს რომ ვერ ვხედავ?".ქალი ძირს ჩავიდა, სიცილი ისევ გაგრძელდა, ამჯერად დაწუნებული ბიჭის მისამართით. -რამდენ ხანში გავალთ?-კითხულობს ერთი მგზავრი. -10 წუთში-პასუხობს მძღოლი. -20 წუთის წინათ 10 წუთში გავდიოდათ და ეხლაც?-გაკვირვებულია მგზავრი. -ერთი კაციც და გავდივართ.-ამბობს მძღოლი. და ასე, მთელი ავტობუსი ველოდებით იმ ერთი ნანატრი კაცის გამოჩენას .აი ვიღაც გამოჩნდა, ყველა იმედის თვალით შევყურებთ და ისევ: -შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, დამეხმარე, ღმერთი დაგლოცავს. -აბა ახლავე მოშორდი აქაურობას!-მოთმინებას კარგავს მძღოლი.შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა მოწყალედ გვეუბნება-სამგზავრო გაამზადეთ, გავდივართ.ამჯერად სიხარულით ვეძებ საფულეს, რომ როგორც იქნა წასვლა გვეღირსება. -შენ ბაბუ, გზის ფული სხვებს დაურიგე და ამ მძღოლს რაღას უხდი?-მიღიმის გვერდით მჯდომი მოხუცი. მძღოლმა მანქანა აათუხთუხა, ჩვენც გვარიანად აგვაძაგძაგა და დავიძარით. -ბაბულია....-ისმის შორიდან, მაგრამ ეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება.ამაზე უკვე სხვები შეწუხდებიან. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნოსტალგია აღარ შემაწუხებს, რადგან როგორც კი ქუთაისში ფეხს დავდგამ, ისე აქტუალურია, ყოველთვის და ყველგან, "ბაბულიას ქადა", "ფული წამლისთვის" და რა თქმა უნდა ლამაზი თვალების მოყვარული გამურული ციგნები.... 36 1-ს მოსწონს
|