x
image
natia.a
კახური "მარგალიტები" - ვინ არიან "ლუკმა გია" და " უანტენო ავთო"
imageსცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში კახეთში ყოფნისას გაგონილ უცნაურ მეტსახელებს აქვეყნებს და მათ ახსნასაც იძლევა:


"ვიყავი ლაგოდეხში, წნორში, სიღნაღში და გურჯაანში, კახური მეტსახელების მეოთხე სერია:


" აბოიმა თამაზა " - გრიჟა აქვს.


"მოსამართლე ზურო" - დედ- მამა სხვადასხვა ადგილას დაკრძალა.



"ლუკმა გია" - ყელზე ის ადამის ვაშლი აქვს.


"ილია ინგა" - წნორელი ბოზია და ოც ლარს იღებს.


" მაგნიტა ნოდარა" - ჯართს იბარებს.


"ბოქსიორი ანდრო" - ხელში რაღაცა აფეთქებია, მტევნები მოუკვეთიათ და მაჯებშეხვეული დადის.


" ჯეკა მზია " - ოთხი ტყუპი გააჩინა.


"ნოე ოთარა" - სახლში ბევრნაირი ცხოველები და ფრინველები ჰყავს.


"ფუჩურა ნიკო" - გინეკოლოგია სიღნაღში.


" შაჰაბასა ვალერა" - ვენახი გაჩეხა და ლობიო დათესა.


"გველეშაპა გელა" - ლამაზი ცოლი ჰყავს და გარეთ არ უშვებს.


" უანტენო ავთო" - ენა ებმის და გაუგებრად ლაპარაკობს." - წერს ფეისბუქის მომხრაბელი.


image



0
1852
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1852
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0