აფხაზეთი კრუბერას გამოქვაბული აფხაზეთში - მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული 2016, 29 თებერვალი, 1:15 კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2191 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.
კრუბერის მღვიმე -აფხაზეთი, საქართველო კრუბერას მღვიმე არის ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე დედამიწაზე, იგი მდებარეობს ბერჭილის ქედზე გაგრის რაიონში (აფხაზეთი, საქართველო) . მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სატალაგმიტები ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა, ასევე არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები, რაც დამახასიათებელია კარსული მღვიმეებისათვის. კრუბერის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. შესასვლელი 2320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს . იგი მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე გახდა 2001 წელს, როდესაც უკრაინის სპელეოლოგიურმა ასოციაციამ მიაღწია 1710 მეტრს, რომელმაც ადრე აღმოჩენილ Lamprechtsofen-ის მღვიმეს გადააჭარბა ავსტრიის ალპებში. 2004 წელს პირველად უკრაინელმა სპელეოლოგიურმა ჯგუფმა მიაღწია 2000 მეტრს... ვარაუდობენ რომ მისი მაქსიმალური სიღრმე 2191მეტრია. ბოლო დღეებში საინტერესო სტატიები იწერება ბრიტანულ და თურქულ ონლაინ-ჟურნალებზე, კრუბერას გამოქვაბულის შესახებ...ორივე ქვეყნის ჟურნალისტები საუბრობენ მსოფლიოს უდიდეს კარსტულ გამოქვაბულზე. time-news.co და sabah.com.tr კვირის მიწურულს დიდ ადგილს უთმობენ ამ გამოქვაბულის სესახებ ინფორმაციას... წყაროების თანახმად, მსოფლიოს ყველაზე საშინელი გამოქვაბული, მნახველებისთვის ნამდვილად შოკისმომგვრელია. ბრიტანული წყაროს ცნობით, პირველად მსოფლიოს უდიდესი კარსტული მღვიმე აფხაზეთში ფრანგებმა აღმოჩინეს, 1956 წელს. არსებობს ასევე სხვა ვერსია, რის თანახმადაც, პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე. ბრიტანული და თურქული წყაროები გამორიცხავენ ქართველთა მიერ გამოქვაბულის აღმოჩენას, მათ ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად ეს მღვიმე ფრანგებმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. ცნობისთვის, კრუბერას გამოქვაბული "ეიფელის" კოშკზე 6.5 ჯერ, ხოლო დუბაიში მდებარე "ბურჯ ელ ხალიფას" ცათამბჯენზე 2.5 ჯერ უფრო მაღალია. გამოქვაბული ჯერ-ჯერობით მსოფლიოს უდიდეს გამოქვაბულის სტატუსით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ბევრ ტურისტსა და სპეციალისტს მასპინძლობს... როგორც ზემოთ ვახსენეთ, გამოქვაბული სახელი, ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად ეწოდა. ბრიტანელების აზრით, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ საქართველო, როგორც კავკასიური ქვეყანა, გამოირჩევა თავის მრავალფეროვნებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. ამიტომ მსოფლიო ლიდერებმა ქვეყნისადმი განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2175 11-ს მოსწონს
|