საბუნებისმეტყველო საიდუმლოებებით მოცული ტბა ინდოეთში, სადაც ინდოელთა ტომების ჩონჩხები იპოვეს! 2016, 27 თებერვალი, 1:09 დედამიწის მრავალფეროვნებაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, სასწაულებრივი
ადგილები ძალიან ბევრჯერ განვიხილეთ, ახლა ვნახოთ რამოდენიმე საიდუმლოებებით
მოცული ადგილი ჩვენს პლანეტაზე, წარმოგიდგენთ ტბას, რომელიც მდებარეობს
ინდოეთში.
![]() ![]() ინდოეთის უტარაკჰანდის რეგიონში მდებარე "როუპქანდის" ტბა, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. ერთი შეხედვით მთებს შორის მოქცეული ულამაზესი ადგილია, მაგრამ ინტერესი უფრო ღვივდება, მაშინ როდესაც გავიგებთ, რომ ეს ტბა საიდუმლოებებით არის მოცული. ![]() იდუმალებით აღსავსე ტბას მეორე სახელიც აქვს, მას ასევე "ჩონჩხების ტბას" უწოდებენ. ტბა მდებარეობს ჰიმალაის მთებზე, 5029 მეტრის სიმაღლეზე. იგი ყველაფრისგან იზოლირებულია, იშვიათად თუ შეძლებს ვინმე მანდ ასვლას. ![]() კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ადრეულ პერიოდში, ინდოელთა ტომებს სურდათ ტბის ტერიტორიაზე დასახლება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ტერიტორიაზე ვერ მოხერდა ინდოელტა ტომების დასახლება. ![]() ზამთარს მოჰყვება გაზაფხული, გაზაფხულს ზაფხული და დნება ტბის გარშემო ყინულებიც, საინტერესოა, საინდან ჩნდება ამდენი ადამიანის ჩონჩხი, ისეთ ადგილას, სადაც არავინაა დასახლებული? ამ კითხვას პასუხი ჯერ-ჯერობით არ აქვს. ![]() ტბის შესახებ უკვე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ გაურკვეველია, თუ საიდან ჩნდება ადამიანის ჩონჩხები, ტბის ტერიტორიაზე... ![]() ზამთარში ამ საზარელ სანახაობას ვერ წააწყდებით, ხოლო ზაფხულში "ღია სასაფლაო" გეგონებათ... ![]() მთელი რიგი სხვადასხვა ნახშირბადის ექსპერიმენტების შედეგად, აღმოჩნდა რომ ადამიანის ძვლები, რომლებიც ტბის გარშემო ტერიტორიაზე იპოვეს, ეკუთვნის XII-XV საუკუნეს. ![]() დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მკვდრები ორ განსხვავებულ ჯგუფს ეკუთვნოდა. ![]() ჩონჩხებთან აღმოაჩინეს ბეჭდები, ისრები, ტყავის ფეხსაცმელები და ბამბუკის ჯოხებიც. თავის ქალებზე მოკლე, მაგრამ ღრმა ნახვრეტები, რაც ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი ერთიდა იგივე იარაღით დახოცეს... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 915 12-ს მოსწონს 1-ს არა
|