x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 ოქროს წესი, 40 წლის შემდეგ, სამოსის შერჩევასთან დაკავშირებით
image

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი 40 წლის შემდეგ, რომ მეგობრებს მოსწონდეთ, ხოლო მამაკაცები თვალს აყოლებდნენ?

შენიშვნა: 40 წელი, პირობითად არის აღებული. არიან ქალბატონები, რომლებიც ამ ასაკში, ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან და თქვენც თუ მათ კატეგორიას ეკუთვნით, მაშინ ეს რჩევები, თქვენთვის არ არის.

აქ მოცემულია 15 რჩევა, რომელიც დაეხმარება ქალბატონებს (და არა მარტო 40-ს გადაცილებულებს), რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდნენ:

image1. უკიდურესობაში ნუ ჩავარდებით

imageეს ყველაზე მთავარი წესია, რომელსაც ყველაზე ხშირად არღვევენ ქალები – ვარდებიან უკიდურესობაში. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი იცვამს მოკლე ტოპს, მიკი მაუსის გამოსახულებით, ხოლო სხვები – გრძელ ნაცრისფერ ქვედაბოლოებს. იცოდეთ ზომიერება: მოკლე, ბისერით გაწყობილი შორტები, ასაკს ვერ მოგაკლებთ, ხოლო მოხუცებულების ქვედაბოლო, ასაკს მოგიმატებთ. სწორი გადაწყვეტილება – ელეგანტურობაა, კლასიკური სტილი და დეკორის არანაირი ელემენტები.

image

image

image

2. ატარეთ კომფორტური სამოსი

image

უკვე დროა, დაივიწყოთ ვიწრო ქვედაბოლოები, 12 სანტიმეტრიანი ქუსლები და მოტკეცილი ჯინსები. ატარეთ ის, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ (ეს სპორტული ფორმა არ არის!). ტანსაცმელი არსად არ უნდა გიჭერდეთ და თქვენს მოძრაობას არ უნდა ზღუდავდეს. დაიმახსოვრეთ: სამოსი ფიგურაზე უნდა “იჯდეს".

image

image


image

3. ზუსტად განსაზღვრეთ, რა უნდა გამოაჩინოთ, და რა უნდა დამალოთ

imageნორმალურია, რომ თქვენი ფიგურა ისეთი მკვრივი არ არის, როგორც 20 წლის წინ. ამისი არც უნდა შეგეშინდეთ და ამის გამო, არც უნდა დაღონდეთ. უბრალოდ, ისწვვლეთ თქვენი ღირსებების ხაზგასმა და ნაკლის დამალვა. თუ ფეხები გაქვთ ლამაზი, ჩაიცვით ქვედაბოლო მუხლებამდე, ხოლო თუ დეკოლტე გაქვთ უნაკლო, ჩაიცვით ზედა, V-ს ფორმის ჭრილით.

image

image

image

4. ატარეთ პასტელის ტონები

imageუპირველეს ყოვლისა უნდა გაიგოთ, თუ რომელი ფერები გიხდებათ. მაგ., ღია ცისფერი მომენტალურად გაგაახალგაზრდავებთ და მომხიბვლელს გაგხდით, ხოლო ყვითელი სასტიკად გეგრძალებათ. თუ თქვენი ასაკი 40-დან ძალიან შორს არ წასულა, სტილისტების უმრავლესობის რჩევით, უპირატესობა მიანიჭეთ უფრო ღია ფერებს: კრემისფერი, სპილოს ძვლის ფერი, კაკაოსფერი, თეთრი, ღია ნაცრისფერი.

image

image

image

5. დაივიწყეთ უფორმო სამოსი

imageაქ ისევ სტილზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას. დაივიწყეთ დიდი, უფორმო, პანჩოს ფორმის სამოსი და განიერი შარვლები. შეარჩიეთ ტანსაცმელი მხოლოდ თქვენი ზომის შესაბამისად – ტანზე კარგად მომდგარი, მაგრამ არა მოტკეცილი.

image

image

image

6. ფრთხილად აირჩიეთ პრინტი

imageარ იფიქროთ რომ 40 წლის შემდეგ, ჭრელი პრინტების ტარება არ შეიძლება, მაგრამ არჩევასაც აქვს თავისი წესები. ყურადღება ისეთ სამოსს მიაქციეთ, რომელზეც ფერები ნაკლებად მკვეთრია და არა ყვირის. ფიგურები შეიძლება იყოს გეომეტრიული, აბსტრაქტული, მაგრამ არ უნდა იყოს ბავშვური. არ უნდა იყოს ასახული, კნუტები, ტუჩები და ა. შ.

image

image

image

7. ფეხსაცმელი უნდა იყოს საშუალო სიმაღლის და მოხერხებული

imageნუ იფიქრებთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი თაროზე უნდა შემოდოთ და დროდადრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში, «გაასეირნოთ». ეს არასწორი მიდგომაა. ფეხსაცმელი მაღალი არ უნდა იყოს, მაგრამ არც ბოტასებით უნდა იაროთ. ყველაზე კარგი გამოსავალია, საშუალო სიმაღლის კლასიკური ფეხსაცმელი, ე. წ. “ნავი".

image

image

image

8. შეარჩიეთ საშუალო სიგრძის ქვედაბოლო და კაბა

imageიდეალური ზომა – მუხლის შუამდეა. ეს ქალურია და ლამაზი. მინი კაბა, მეტისმეტად ვულგარული იქნება, ხოლო გრძელი – არაპრაქტიკული.

image

image

image

9. პალტო უნდა იყოს თეძოზე მომდგარი

imageშეიძინეთ თეძოზე მომდგარი, ნაზი ფერის პალტო. დაივიწყეთ შავი და რუხი ფერები. პალტოს შეძენისას უნდა იფიქროთ თქვენს გარეგნობაზე და არა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაჭუჭყიანდება. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ორი ღია ფერის პალტო შეიძინოთ და გარეცხვის პრობლემაც მოგვარდება. ნათელი ფერის პალტო, განსაკუთრებულ იერს მიანიჭებს თქვენს გარეგნობას.

image

image

image

10. აქსესუარები

imageთუ სამოსის შერჩევის დროს, კლასიკური სტილის დაცვა არის სავალდებულო, აქსესუარები შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით შეარჩიოთ, მაგრამ კონტროლს ნუ დაკარგავთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ორიგინალობას შეგმატებთ ქუდი, გულსაბნევი ან კაბის შესაფერისი მძივი.

image

image

image

11. ძვირფასეულობით ნუ გაერთობით

imageკიდევ ერთი უკიდურესობა, რომელშიც 40-ს გადაცილებული ქალები ვარდებიან, ბევრი ძვირფასი სამკაულის ტარება არის, რითაც ისინი, საახალწლო ნაძვის ხეებს ემსგავსებიან. რა თქმა უნდა, ამ ასაკში, ქალს საკმარისი რაოდენობის ძვირფასი ნივთები აქვს, მაგრამ ყველას ერთად “ასხმა" საჭირო არ არის. ერთი ბეჭედი და ძეწკვი, სავსებით საკმარისი იქნება.

image

image

image

12. ატარეთ პატარა მოხდენილი ჩანთები

imageწარსულს უნდა ჩაბარდეს ზურგჩანთები და ტომარისებური ჩანთები. ატარეთ პატარა ან საშუალო ზომის ჩანთები – ისინი არასდროს გააფუჭებენ თქვენს ელეგანტურ გარეგნობას.

image

image

image

13. იყიდეთ მხოლოდ ხარისხიანი სამოსი

image40 წლის ასაკის შემდეგ, ქალმა აღარ უნდა იყიდოს იაფფასიანი, დაბალი ხარისხის ნივთები, რომელიც ერთი გარეცხვის ან ერთი სეზონის შემდეგ დაკარგავს ფერს და ფორმას. ძვირფასი ჩანთა, კარგი პალტო, კლასიკური ფეხსაცმელი – შეარჩიეთ იდეალური ვარიანტი და დატკბით ცხოვრებით რამდენიმე წელი.

image

image

image

14. უბრალოება და ელეგანტურობა

imageდაივიწყეთ ექსპერიმენტები ახალგაზრდა გოგონების სამოსით. მუდმივი კლასიკა, აი რა არის საჭირო, 40-ს გადაცილებული ლამაზი ქალბატონებისთვის. თეძოზე მომჯდარი შარვალი, კლასიკური პიჯაკი, კარგი ფეხსაცმელი – როგორც ამბობენ, უბრალოდ და გემოვნებით. ასეთი სამოსი მოდიდან არასოდეს გადის.

image

image

image

15. იყავით ყოველთვის მოწესრიგებული

imageშეუხედავი ქალები არ არსებობენ. არიან მხოლოდ ისინი, ვინც არ უვლის საკუთარ კანს, თმას, ფრჩხილებს, ტანსაცმელს. ამ შემთხვევაში, დროის უკმარისობა, გამამართლებელი საბუთი არ არის. მხედველობაში მიიღეთ და დაიმახსოვრეთ: ქალებო გიყვარდეთ საკუთარი თავი და ეყვარებით ყველას, თქვენს გარემოცვაში!

image

image

0
4151
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0